მიმდინარეობს საიტის განახლება

უკრაინის განათლების პროფკავშირი ირჩევს ევროპას!

უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნას უკრაინის განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირი (განათლების ინტერნაციონალის წევრი ორგანიზაცია) თანადგომას უცხადებს.

ვლოდიმირ ფუნდოვნიმ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა დემონსტრაციის მონაწილებს, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მათ სამართლიანი მოთხოვნასთან დაკავშირებით სოლიდარობა გამოხატა. “თქვენ უკეთესი განათლების მიღება გსურთ უკეთეს პირობებში, ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი მომავალი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ქმნის“ – აღნიშნა მან, მან ასევე მოუწოდა მასწავლებლებს გვერდზე დაუდგნენ სტუდენტებს, რადგან მხოლოდ ერთიანობით მიაღწევენ შედეგს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი, მარტინ რომერმა, ევროპის განათლების პროფკავშირების კომიტეტის ევროპულმა დირექტორმა გააკეთა: “ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც მოითხოვენ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, მოვუწოდებთ ქვეყნის მთავრობებმა, როგორც ევროკავშირში, ისე მთელს მსოფლიოში მეტი ინვესტიცია ჩადონ მასწავლებლებში, შესაბამისი სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად და საგანმანათლებლო პირობების შესაქმნელად’’.

 

http://www.ei-ie.org/en/news/news_details/2779?utm_source=dlvr.it&utm_medium=facebook#

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)