თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მძღოლის აღდგენა და ხელფასის განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. პროფკავშირებმა მუნიციპალური ავტობუსის მძღოლის სასარგებლოდ დავა მოიგო.
ავთანდილ კეკელიძე 2009 წლიდან მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ავტობუსის მძღოლად. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა იყო უვადო. 2018 წლის 8 მაისს მას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ჩააბარეს გათავისუფლების ბრძანება. დამსაქმებელმა მოგვიანებით განმარტა, რომ კეკელიძის დათხოვნა უკავშირდებოდა ვალდებულებების არაერთგზის დარღვევას. პროფკავშირის აქტიური წევრის უსაფუძვლო გათავისუფლების დასამტკიცებლად პროფკავშირების იურისტებმა არაერთი მტკიცებულება წარმოადგინეს, რითაც ბრალდებების უსაფუძვლობა მტკიცდებოდა.
2019 წლის 23 იანვარს მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ავთანდილ კეკელიძის მოთხოვნა, სამახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის, მისი სამსახურში აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ყოველთვიურად 1350 ლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.