მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უთანასწორო ბრძოლაში ამ ადამიანებმა 16 დღე გაძლეს!

სამართლიანია თუ არა მეშახტეების მოთხოვნები?!

ტყიბულში განვითარებული მოვლენების, ხანგრძლივი გაფიცვის და მეშახტეების ბრძოლის შედეგად მიღწეული შედეგი სახეზეა, თუმცა ამ ყველაფრით აღფრთოვანებული არ ვარ, კმაყოფილი ვიქნებოდი მაშინ თუ საქნახშირის ადმინისტრაცია შესრულდებოდა იმას, რასაც ითხოვენ მეშახტეები. შეიძლება ვიღაცისთვის ღიმილის მომგვრელი ამბავია ხელფასის 40%-ით ზრდა, სწორედ ამ ადამიანებს მინდა ვთხოვო – ჩადით შახტში, გაიგეთ სად და როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ეკუთვნით მათ 40%ით მაღალი ხელფასი თუ არა.
სხვა თემაა არის კომპანიაში ეს რესურსი თუ არა, თუ არ არის – გამოსაძიებელია რატომ. რადგან ამ კომპანიას აქვს ექსკლუზივი ნახშირის მოპოვებაზე. მე ვიცი, რომ ტყიბულში ღია კარიერული წესით მოიპოვებენ ნახშირს სხვადასხვა კომპანიები, მაგრამ ლიცენზიაც სწორედ ამ “ჯი აი ჯი” ჯგუფს აქვს გაცემული და მე მაინტერესებს, რისთვის ხდება ეს ?
შედეგი, რომელიც ერთობლივი ძალებით ჩვენ და ჩვენმა ტყიბულელმა ძმებმა მივიღეთ არის რეალურად ის ოპტიმალური, რაც შეიძლებოდა ამ მომენტისთვის იმ უმძიმესი ვითარების გათვალისწინებით მიგვეღო. ვგულისხმობ მევახშე ბანკირებისგან – გაღატაკებულ მოსახლეობას, ინფლაციის გამო ეროვნულ ვალუტაში გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, იმას რამაც ბევრი ადამიანი ისეთ რთულ მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო სკოლაშიც კი ვეღარ უშვებენ ბავშვებს. ჩვენ ამ ბრძოლით შევძელით ის, რომ ვალების საპროცენტო განაკვეთი იმ ნიშნულთან მიგვეახლოებინა, რაშიც ხალხმა წლების წინ აიღო.
სამწუხაროა, რომ ადამიანებს იმის მიღება რაც ლოგიკით, რეალურად ეკუთვნით, ასეთი ტანჯვის და წამების საფასურად უწევთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს ემოციები, ეს ენერგია ამ ხალხმა დახარჯოს თუნდაც ნორმალური დამსაქმებლის შრომის ნაყოფიერებაზე, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაზე, უწევთ ბრძოლა იმისთვის რაც ეკუთვნით.
და რაც მიიღეს ცოტაც არის. . .
მეშახტეებს, დასაქმებულებს, უბრალო ხალხს არასდროს აქვს ინფორმაცია არასდროს ინფორმაცია ფინანსურად რა მდგომარეობაშია საწარმო. მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია ეგრეთწოდებულ ‘ჰედ ოფისებში’ რა ხდება, რამხელა ხელფასები აქვთ ტოპ მენეჯერებს, არსად გარდა ჩვენნაირი ქვეყნებისა ხელფასი ერთი 150 თან არსად არ არის, ანუ მუშის ხელფასი 150 ჯერ ნაკლები არაა ვიდრე მენეჯერის.
ევროკავშირის დროშები, ფრიალებს უწყებების წინ და ევროპასთან დაახლოების ამბიცია გვაქვს, ამასობაში კი საწარმოებში მუშას ხელფასი აქვს 300 ლარი, 40 და 45 ათასი ლარი კი მენეჯერს – გაუგებარია სად გადის ზღვარი, ეს ახლოსაც კი არ არის ევროპის სტანდარტთან, ევროპულ შეგნებასთან. სიღორეს საზღვარი არა აქვს, კორპორატიული სიხარბის გაუმაძღრობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები კი სახეზეა.
არ ვიცი ციფრებში გადმოცემული შედეგი რას ეტყვის საზოგადოებას ეს რას ეტყვის, თუმცა მაინც დავაკონკრეტებ სკეპტიკოსებისთვის. ეს არის ხელფასის 7% -ით მატება 1 მარტიდან და დამატებით ანაზღაურების 3%-იანი მატება პირველი აპრილიდან. გაცდენილი 16 დღიდან, რომელიც მეშახტეებმა ქუჩაში პროტესტისას გაატარეს – 8 დღე სრულად ანაზღაურდება, დარჩენილ 8 გაცდენილ დღეს კი მეშახტეები მათთვის მინიჭებული 34 დღიანი შვებულების დღეებიდან მუშაობით აანაზღაურებენ.
გარდა ამისა მივიღეთ მტკიცე პირობა მთავრობისგან და ბიზნეს ომბუდსმენისგან, რომელიც ხელს უწყობდა მოლაპარაკებებს, რომ მეშახტეების სამუშაო პირობები გაუმჯობესედება და უსაფრთხოება დაცული იქნება.
———–
არსად დედამიწის ზურგზე გარდა საქართველოსი არ ხდება მეშახტე – პენსიონერი 65 წლის ასაკში ხდებოდეს, ისევე როგორც არ ხდება, რომ ადამიანი მუშაობდეს და ღარიბდებოდეს და სახლიდან ნივთების გამოტანა და გაყიდვა უხდებოდეს.

გაფიცვისა და აქციების დროს ენები ასისინდნენ სად იყო პროფკავშირი ამდენ ხანსო,. ჩვენ აქ ვიყავით და თქვენ არ გ ვხედავდით. აქ ვიყავით ყველაზე რთულ პერიოდში, იმ პერიოდში როდესაც პროფკავშირებს არსებობისთვის უწევდა ბრძოლა, 2011 წელს, როცა გვდევნიდნენ და გვავიწროვებდნენ გავაფორმეთ ხელშეკრულება “საქნახშირი ჯიაიჯის” ადმინისტრაციასთან, რომლის შესაბამისადაც მივაღწიეთ პირობას რომ მეშახტეთათვის ყველაზე პრობლემატური საკითხები გადაწყდებოდა.
ვაგრძელებთ სასამართლო დავას. 14.7% იყო შეთავაზებული კომპანიაზე და ამით დავყაბულდებოდით, თუმცა კომპანიამ უარი თქვა, ახლა ხომ მოამატეს 10%, ჩვენ ვიდავებთ კიდევ უფრო მეტის მომატებაზე.
კმაყოფილი ერთი რამით ვარ, ამ ადამიანებმა მიუხედავად ამდენი პრობლემისა, სიცივისა თუ ზეწოლისა შეძლეს არ დაერღვიათ ერთობა. მოხარული ვარ, რომ ამ გაფიცვისას ქარხნის ადმინისტრაცია და რაც მთავარია ქვეყნის მთავრობაც- რომლის მონაწილეობაზეც ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული, გაცილებით ადეკვატურები იყვნენ ვიდრე წინა ხელისუფლება, რომელმაც 2011 წელს ძალადობრივ და ლაჩრულ მეთოდებს მიმართა და დასაქმებულთა ერთობის გასატეხად და მუხტის ჩასახშობად ძალადობის სხვადასხვა მეთოდებს მიმართა. მაშინ ოთხ აქტივისტს, ჩვენი გაფიცვის შემდეგ ორ ორ წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე მიაკერეს, ვითომ მარიხუანა “აღმოუჩინეს” ჯიბეებში.
მადლობა ღმერთს დღეს ასეთი რამ არ ხდება. იქნებ სახელმწიფო ჩინოვნიკების და მეწარმეების განათლების დონე ამ პროცესების გათვალისწინებით ამაღლდეს და პროფკავშირების მიერ წლების განმავლობაში ნაქადაგები, დასავლეთიდან შემოტანილი სამმხრივი კომისიის, სოციალური პარტნიორობის მნიშვნელობა კარგად გაიაზრონ. გაითავისონ, რომ ბარიკადებზე არ უნდა წყდებოდეს ასეთი საკითხები, მხარეები ცივილიზებულად უნდა ისხდნენ მაგიდასთან მთავრობასთან ერთად, რომელმაც ოქროს შუალედი უნდა გამოძებნოს, რათა არ დაზარალდეს ბიზნესი და დასაქმებულების პირობები გაუმჯობესდეს, რათა არც მეწარმე გაკოტრდეს და არც დასაქმებული იყოს გაღატაკებული ამ ქვეყანაში.
მნიშვნელოვანია თითოეული სეგმენტის ყველა მცდელობა, ეს იქნება ხელისუფლების შტოები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ერთობა, განვითარებული და სტაბილური ქვეყანა ეს არის ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
სამწუხარო რეალობაა, რომ პროფკავშირებს, ბიზნესს და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა, სწორედ ეს ქმნის პრობლემებს. პრემიერები მუდმივად, სხვადასხვა ფორმატში ხვდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა არ მახსენდება რომ ხვდებოდნენ დასაქმებულებს ან დასაქმებულთა წარმომადგენლებს. მათ არ იციან რა უნდა და რა სჭირდება ხალხს. სოციალური კრიზისებიდან გამოსავალს აქვს რეცეპტი და რეცეპტია ასეთია – დამსაქმებელი, დასაქმებული და ხელისუფლება ერთად უნდა ისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად სახავდნენ გზებს დასაქმებულების, მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტის და ქვეყნის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის.

სამი კვირა პროტესტი ტყიბულში, ერთი თვე ქსანში . . . როგორც ერთი მხარეს ისე მეორე უკიდურესობაში ვარდება. ბიზნესს ხშირ შემთხვევაში აქვს მონათმფლობელური ნოსტალგიები, დასაქმებულებს კი ბოლშევიკური მიდგომები – ქარხნები მუშებს მიწები გლეხებს. სწორედ აქ არის აუცილებელი მთავრობის ჩართულობა და ძალიან ბევრი შრომა დასაქმებულთა თუ ბიზნესის ცნობიერების ამაღლებისკენ.
სწავლება, ტრეინინგები და კომპეტენციის ამაღლება.