ტყიბულში 4 მაღაროელი დაკრძალეს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შახტში დარუპული ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ადილზე იმყოფებოდნენ პროფკავშირების და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც სამგლოვიარო მსვლელობა გამართეს. გარდაცვლილ მეშახტეებს პატივი მიაგეს სამოქალაქო აქტივისტებმა, დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდა მოწოდება ხელისუფლების მისამართით, შეიქმნას ქმედითი ისნპექცია რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებს და მიიღებს პრევენციულ ზომებს უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. დაკრძალვაზე ჩავიდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ედო მჟავანაძის ფოტო რეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან.