მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

tkibuliტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. გაფიცულებს ტყიბულის მოსახლეობა შეუერთდა.
მეშახტეებთან მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, ქსნის მინის ტარის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის მაღაროების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე აცხადებს: ‘ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია. გაფიცვა გამოწვეულია იმით, რომ კომპანიამ დაარღვია საერთაშორისო კონვენციები, საქართველოს კანონმდებლობა და ის შეთანხმება, რომელიც პროფკავშირთან დადო 2011 წელს.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის შეფასებით გაფიცვის პროვოცირებისა და მისი მიმდინარეობის მთელი პერიოდის გამო მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს GIG Group-ს’