მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ტრანსპორტის პროფკავშირი ზუგდიდელი მძღოლების მხარდასაჭერად

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტრანსპორტის პროფკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს და სამართალდამცველ სტრუქტურებს მოუწოდებს- დროულად აღკვეთონ უკანონო სადგურის ფუნქციონირება.
ტრანპორტის პროფკავშირის თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, კომპანია “მეტრო”-ს ე.წ. ავტო სადგურიდან მგზავრების გადაყვანის უფლება არ აქვს. ასევე მისი თქმით მძროლების შიში, დაკარგონ სამსახური საფუძვლიანია, მოთხოვნები კი სრულებით სამართლაინი. ტრანსპორტის პროფკავშირი აპირებს გაასაჩივროს, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული და შემდეგ ადმინისტრაციული სასჯელით გათავისუფლებული 6 მძღოლის სახდელი.
17.03.2016
საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირი