tbilisi2016ქართული ექსპერიმენტი, 1918-1921
ერიკ ლი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
2 ნოემბერი 2016
დიდი მადლობა ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს და ქართული პროფკავშირების კონფედერაციას მოწვევისათვის. ჩემთვის დიდი პატივია წავადგინო ჩემი გამოსვლა საქართველოს დედაქალაქში, იმ ქვეყანაში, სადაც 100 წელზე ნაკლები ხნის წინ, იყო მსოფლიოს პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა.
ქართული პროფკავშირების ზოგიერთი წევრი მიცნობს მე როგორც პროფკავშირული მოძრაობის აქტივისტს და „ლეიბორსტარტის“ დამფუძნებელ რედაქტორს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის საინფორმაციო და კამპანიების ვებ-პორტალს. იქ ჩემი მოღვაწეობა დაკავშირებულია ჩემს ცხოვრების საქმესთან, როგორიცაა პროფკავშირული მოძრაობა.
დღეს, თქვენს წინაშე ვარ იმ მიზეზით, რომ ახლა არის ჩემი ათწლეულების კვლევის უკანასკნელი რამდენიმე კვირა – ახლა ვასრულებს წიგნის წერას, რომელიც გამოიცემა ბრიტანეთში მომავალ წელს და მიეძღვნება 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
მე მოხიბლული ვარ დემოკრატიული სოციალიზმის ქართული ექსპერიმენტით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხის გამოცდილება დამოუკიდებლობის სამი წლის მანძილზე უმნიშვნელოვანესია და იგი უნდა ისწავლებოდეს მსოფლიო მასშტაბით.
და ეს არის იმ მიზეზით რაც შეეძლეს ქართველოებმა და ვერ შეძლეს რუსმა ბოლშევიკებმა – მათ შეძლეს შეექმნათ სოციალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული ჰუმანური, ეგალიტარიანული საზოგადოება და პარალელურად შეინარჩუნეს მრავალპარტიული დემოკრატია. მათ დაანახეს მსოფლიოს, რომ ლენინი და ბოლშევიკები არ იყვნენ ერთადერთი არჩევანი და არსებობდა სხვა გზაც. საქართველო იყო იმის მტკიცებულება, რომ ტოტალიტარული კომუნიზმის ალტერნატივა და სხვა სამყარო შესაძლებელი იყო.
თანამედროვე ეტაპზე, ქართული დამოუკიდებლობის სამი და შემდგომი რამდენიმე წლის გამოცდილება ფართოდაა ცნობილი. 1920 წელს „მეორე საერთაშორისო-ს‘ ლიდერებმა, რაც წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიული პარტიების კონფედერაციებს, დაგეგმეს და განახორციელეს ვიზიტი საქართველოში.
იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის წამყვანი და ყველაზე გავლენიანი სოციალ-დემოკრატიული პარტიების წევრები. მათ შორის ბრიტანეთის ლეობორისტული პარტიის, საფრანგეთის სოციალისტური პარტიის, ბელგიის სოციალისტები და ა.შ . იმ პერიოდში მათი სახელები ფართოდ იყო ცნობილი.
დელეგაციაში შედიოდა ხალხი, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ თავისი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, ესენი იყვნენ ჯეიმს რამზი მაკდონალდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიიდან და კამილ ჰუისმანსი ბელგიელი სოციალისტი.
ბრიტანეთის ლეიბორისტების სხვა ლიდერები იყვნენ ტომ შოუ და ეთელ სნოუდენი. ორივე იყო გამოჩენილი ფიგურა თავის პარტიებში, ისევე როგორც „მეორე საერთაშორისო“-ში. საქართველოში ჩამოსვლამდე ქალბატონი სნოუდენი რამდენიმე წლით ადრე სტუმრობდა რუსეთს და დაწერა ბოლშევიკური რეჟიმის შესახებ მეტად კრიტიკული შეფასება.
ფრანგი სოციალისტები წარმოდგენილნი იყვნენ პიერ რენაუდელით, ადრიენ მარკესა და ალფრედ ინჰელს-ით. ბელგიელთა შორის იყვნენ ლუის დე ბრუკერი და ემილ ვანდერვერდე.
თუმცა დელეგაციის ყველაზე ცნობილი წევრი იყო კარლ კაუტსკი, სოციალ-დემოკრატიის დიდი თეორიტიკოსი და მრავალრიცხოვანი წიგნების ავტორი რომელმაც განუმარტა მშრომელ ხალხს მარქსიზმი და მოახდინა მისი პოპულარიზაცია .
კაუტსკი ცნობილი იყო როგორც „მარქსიზმის პატრიარქი“ და სწორედ ეს და რუსეთის რეჟიმისადმი მისი კრიტიკული დამოკიდებულება იყო იმის მიზეზი, რომ იგი ასე სძულდათ ლენინს და ტროცკის. ლენინი მას მოიხსენიებდა როგორც „მოღალატეს და გამყიდველს“ იმისათვის, რათა მან არ დაუჭირა მხარი ბოლშევიკურ გადატრიალებას და დიქტატორული რეჟიმის დამყარებას.
კაუტსკი იყო ამ დელეგაციის წევრი, მაგრამ როდესაც დელეგაცია დაბრუნდა ევროპაში, მან გადაწყვიტა კიდევ რამდენიმე თვით დარჩენილიყო საქართველოში და შედეგად მას შეექმნა მეტად ღრმა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში. იგი იყო დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, თუმცა იყო კრიტიკული საქართველოს მთავრობის რამდენიმე გადაწყვეტილების მიმართ.
როდესაც წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში 1921 წლის თებერვალში, დაიპყრო საქართველო და გაანდევნა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, კაუტსკიმ და სხვა ლიდერებმა დაწერეს არაერთი წიგნი, პამფლეტი და სტატია სადაც ისინი კიცხავდნენ რუსული კომუნიზიმს აგრესიას.
კაუტსკის მცირე წიგნს ერქვა „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა“, რის პასუხადაც ტროცკიმ დაწრა უსინდისო ნაშრომი და უარმყოფა – „წითელსა და თეთრს შორის“, რომელიც მოგვიანებით ინგლისურ ენაზეც გამოქვეყნდა.
ემიგრაციაში მყოფი ქართველი სოციალისტთა ლიდერები, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ხშირი და სასურველი სტუმრები იყვნენ სოციალური პარტიების მიერ ორგანიზებულ კონგრესებსა თუ კონფერენციებზე ევროპის მასშტაბით. „მეორე საერთაშორისომ“ აგრეთვე დაგმო საქართველოს დაბყრობა.
მაგრამ დროთა გამავლობაში საპროტესტო ხმები შესუსტდა. ეტაპობრივად, მრავალი წლის შემდეგ, ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მივიწყება.
შედეგად, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ბერნი სანდერს ჰკითხეს ჟურნალისტებმა, თუ რა არის მისი აზრით სოციალ-დემოკრატია და სთხოვეს მოეყვანა შესაბამისი მაგალითი, მან ახსენა დანია და კიბუცთა მოძრაობა ისრაელში. თუმცა ორი თაობით ადრე მას შეეძლო ეთქვა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
დღეს მინდა განვიხილო ის რამდენიმე ძირითადი მომენტი, რითაც სოციალიზმის ქართული ხედვა განსხვავდებოდა რუსული ბოლშევიზმისგან. ეს მოიცავს პოლიტიკურ დემოკრატიას, სოციალური პარტიების ბუნებას, აგრარულ რეფორმებს, პროფესიულ კავშირებს, კოოპერატიულ მოძრაობას, ეროვნულ საკითხებს და საგარეო პოლიტიკას.
დავიწყოთ პოლიტიკური დემოკრატიით, რამეთუ აქ განსხვავება საბჭოთა რუსეთის და ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ყველაზე აშკარაა. იმ მომენტიდან როდესაც ბოლშევიკებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, გადააგდეს რა დროებითი რევოლუციური მთავრობა, მათ არ გააჩნდათ არანაირი განზრახვა გაზიარებინათ ძალაუფლება სხვა რომელიმე პარტიისათვის. თავდაპირულად თითქოს დაიწყეს მემარცხენე სოციალ-რევოლუციონერებთან თანამშრომლობა, მაგრამ ამან დიდიხანს არ გასტანა.
ლენინი და მის ამხანაგებს ერჩიათ, რომ ბოლშევიკებს ჰქონოდათ ერთპიროვნული ძალაუფლება და შედეგად შექმნეს ერთპარტიული სახელმწიფო, რომელმაც შვიდი ათწლეული გასტანა. მათ მოახერხეს სწრაფად გასწორებოდნენ როგორც მემერჯვენე და ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიებს, ისევე მათ სოციალისტ ოპონენტებიც. პირველი მენშევიკური გაზეთი დაიხურა ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ ძალიან მალე და 1917 წელს შეიქმნა ჩეკა.
საპირისპიროდ, საქართველოში, სოციალ-დემოკრატები ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, პოლიტიკური დემოკრატიის ერთგულები იყვნენ პირველივე დღიდან. მულტი-პარტიულ სისტემაში, რომელიც მათ დაამკვიდრეს, შეხედულებებს ქონდათ ფართე სპექტრი მემარცხენეობიდან მემარჯვენეობამდე. სოციალ-დემოკრატებმა დიდი უპირატესობით , თითქმის 400 000 ხმით დაამარხცეს ეროვნული ასამბლეის არჩევებში მონაწილე სხვა პარტიები. სხვა პარტიებს შორის იყვნენ და არჩევნებში მონაწილეობდნენ ნაციონალ-დემოკრატები, სოციალ ფედერალისტები და სოციალ რევოლუციონიერები.
ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ ეძლეოდა სრული თავისუფლება იყო რუსული ბოლშევიკური პარტიის ადგილობრივი დანაყოფი და ეს შეზრუდვები ძირითადად უკავშირდებოდა მათ პერმანენტულ მცდელობას ძალადობრივი წესით მოეპოვებინათ კონტროლი ქვეყანაში.
ქართველი ბოლშევიკები, ისინი არ იყვნენ უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მატარებელნი. ისინი თავს არ თვლიდნენ ქართულ პარტიად, არამედ თავს თვლიდნენ რუსული ბოლშევიკური პარტიის ადგილობრივი დანაყოფად, და ფაქტიურად წარმოადგენდნენ გარე პოლიტიკური ძალის ანეგტებს ქვეყანაში.
მაგრამ ამის მიუხედავად, მათ მიეცათ სრული თავისუფლება მას შემდეგ რაც 1920 წელს მოსკოვი დათანხმდა შეეწყვიტა ძირგამომთხრელი საქმიანობა და ეღიარება საქართველოს დამოუკიდებლობა. და ეს მოხდა იმ გარემოების ფონზე, რომ თბილისსა და მოსკოვის ამ მცირეხნაინი სამშვიდობო ზავის დადების წინა დღეს, ადგილობრივი ბოლშევიკური პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება და დააპატიმრა ხელისუფლების წევრები.
ეს მიბიძგებს ძირითდ საკითხისკენ – მანამ სანამ ბოლშევიკები მოვიდოდნენ ძალაუფლებაში რუსეთში ან მენშევიკები საქართველოში, ისინი უკვე წარმოადგენდნენ სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს.
ერთი მიზეზი რატომაც ბოლშევიკებს არ ქონდათ პრობლემები ერთპარტიულ სახელმწიფოში იყო ის, თუ როგორ ახდენდნენ ისინი თავად პოლიტიკური პარტიის არსის ინტერპრეტირებას. ლენინისთვის პარტიები სოციალური კლასების ინტერესებს წარმომადგენდენენ და ბოლშევიკები და მხოლოდ ბოლშევიკები იყვნენ ინდუსტრიალური პროლეტარიატის ავანგარდი . ისინი თავის თავს განიხილავდნენ როგორც კლასის ელიტას, იმ გარემოების მიუხედავად თუ ვინ შედიოდა პარტიაში, ინტელექტუალი თუ გლეხი.
ქართული სოციალ-დემოკრატები იყვნენ მთელი ქართული მოსახლეობის პარტია. პარტია გამოიბრძმედა გლეხობის ბრძოლებში, რომლეთა კულმინაციას წარმოადგენს ცნობილი „გურიის რესპუბლიკის“ შექმნა 1902-1906 წლებში. ამ წლებში სოციალ-დემოკრატებმა დაიწყეს პარტიის რიგებში არა მხოლოდ ინდუსტრიული მუშაკების, არამედ უბრალო გლეხობის, ისევე როგორც ინტელექტუალების ან სხვა ფენის მოსახლეობის მიღება .
თუმცა ამ საკითხში ისინი არ იყვნენ ერთადერთი. დავიდ ბენ გურიონი, შრომითი სიონისტური ლიდერი, რომელიც გახდა ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, იყენებდა ფრაზას- „კლასიდან ერამდე“ და ამტკიდებდა, რომ ისეთ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში როგორიცაა სიონიზმი, სოციალ-დემოკრატების როლია ის რომ მათ იბრძოლონ მთელი ერის ინტერესებისათვის და მათი დღის წესრიგი არ იყის შემოფარგლული ერთი რომელიმე სოციალური კლასით.
ქართულმა სოციალ-დემოკრატებმა და რუსმა ბოლშევიკებმა აირჩიეს სრულად განსხვავებული მიდგომა აგრარულ საკითხებთან მიმართებაში.
„საომარი კომუნიზმის„ პერიოდში რუსეთში, ბოლშევიკები გლეხ მოსახლეობას ექცეოდნენ როგორც აუცილებელი საქონლის, ძირითდად კი საკვები პროდუქტების მომარაგების წყაროდ, პარალელურად ექცეოდნენ როგორც მტერს. რამდენიმე წლის განმავლობაში დამოკიდებულება გლეხობასა და ურბანულ მუშათა კლასს შორის იყო მეტად გაუარესებული ბოლშევიკური ხელმძღვანელობის მხრიდან გლეხობის მიმართ ძალადობრივი დამოკიდებულების გამო. ამ დამოკიდებულებამ შეცვლა დაიწყო „ახალი ეკონომიური პოლიტიკის„ შემუშავების შემდეგ 1921წ. და ამანაც გასტანა მხოლოდ რამდენიმე წელიწადი, სანამ სტალინმა დაიწყო ახალი გენოციდალური ომი გლეხობის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია როგორც „იძულებითი კოლექტივიზაცია“.
საქართველოში კი სოციალ-დემოკრატიული მმართველობის პერიოდში, მუშათა კლასს და გლეხობას შორის არ შეინიშნებოდა არანაირი დაპირისპირება. ქართული მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი ნოე ხომერიკი თავად იყო გურიის აჯანყების ვეტერანი. მას და მის თანამოაზრეებს ესმოდათ გლეხთა მიჯაჭვულობა მიწასთან. ჯერ კიდევ მანამ სანამ საქართველო გამოაცხადებდა თავის დამოუკიდებლობას მათ ჯერ კიდევ 1918 წლის მაისში გაიტანეს კანონი აგრარული რეფორმის შესახებ ტრანსკავკასიურ პარლამენტში. თუმცა ამ იდეების რეალიზება მოხერხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო გახდა სრულად დამოუკიდებელი.
აგრარული პროგრამა გულისხმობდა მიწაზე სახელმწიფოს საკუთრებას და მის კონფისკაციას მეფის რუსეთის და ეკლესიის მფლობელობიდან, თუმცა მთელი ყურადღება გადატანილი იყო მუშების გლეხობისთვის გადაცემის მიმართულებით. და ამ კუთხით ისინი საკმაოდ წარმატებული იყვნენ. ამ პერიოდში მოხდა გლეხობის რამდენიმე დიდი აჯანყება, თუმცა ძირითად მათ ეთნიკური საფუძველი გააჩნდათ. და უნდა აღინიშნოს რომ იმ გლეხობამ რომელთაც მხარი დაუჭირეს სოციალ-დემოკრატებს მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მათ ეს მხარდაჭერა ბოლომდე შეინარჩუნეს.
და მაშინაც კი, როდესაც სოციალ-დემოკრატებმა უკანასკნელად სცადეს გადაეგდოთ ბოლშევიკები 1924 წელს, მათი უდიდესი დასაყრდნი გახდა სწორედ გურიის გლეხობა და ის სოფლები, რომელებიც იბრძოდნენ ცარიზმის ძალაუფლების წინააღმდეგ 1902-1906 წლებში.
მინდა დავამატო, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატების აგრარული პოლიტიკა, ისევე როგორც მათი მენშევიკი კოლეგები რუსეთში, ეყრდნობოდა რუსული საზოგადოების მარქსისტულ ინტერპრეტაციას. მათ მყარად სჯეროდათ რომ რუსეთი არ იყო კაპიტალისტური საზოგადოება , და არც ფედერალური , მაგრამ იყო ის რასაც მარქსი ახასიათებდა როგორც „ ნახევრად-აზიური“.
ისეთ საზოგადოებებში, რომელთაც მარქსი უწოდებდა „აღმოსავლურ დესპოტიებს“, მიწა იყო სახელმწიფოს საკუთრება. სოციალური კლასები და სამოქალაქო საზოგადეობა იყო სუსტი. სახელმწიფო იყო უფრო ძლიერი, ვიდრე საზოგადოება. თუ ვინმეს სურდა ამგვარი საზოგადეობების ლიბერალ დემოკრტიულ, ან მოგვიანებით სოციალური საზოგადოებად ტრანსფორმირება, მაშინ მასი პირველი ნაბიჯი მიწის საკუთრებაზე სახელმწიფოს კონტროლის ჩამოშორება უნდა გამხდარიყო.
როგორც დიდი რუსი მარქსისტ-თეორიტიკოსი გეორგი პლეხანოვი აცხადებდა, თუ სოციალიტები მოვლენ ხელისუფლებაში ისეთ ქვეყანაში როგორიცაა რუსეთი და მთელ მიწას მოაქცევდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში, ამით ისინი შექმნიდნენ უფრო მოდერნისტული და უფრო ძლიერი დესპოტური რეჟიმის საფუძველს. მისი ეს განცხადება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
ქართველი სოციალ-დემოკრატების მმართველობის დროს კი ისეთ მოვლენას როგორიცაა გაბოროტებული, გამწარებული გლეხობა, რაც დამახასიათებელი იყო კომუნისტური რუსეთისთვის, არასოდეს ქონია ადგილი.
ათწლეულის შემდეგ რუსეთის საბჭოურ სახელმწიფოს მოუხდა სრული ძალების გამოყენება რათა დაემორჩილებინა ქართული გლეხობა როდესაც ქვეყნისათვის თავს იქნა მოხვეული კოლექტივიზაციის საშინელება.
ახლა გლეხობიდან გადავიდეთ ურბანულ მუშათა კლასზე
დღეს მიღებულია, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გარეშე, საზოგადოება ვერ იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი. მშრომელთა უფლება რომ შექმნან და გაერთიანდნენ პროფესიულ კავშირებში, შრომის საერთაშორიო ორგანიზაციის კონვენციების წყალობით, დღეს უკვე საერთაშორისო სამართლის ნაწილს წარმოადგენს.
საბჭოთა რუსეთში, სადაც ინდუსტრიული პროლეტარიატი, მხოლოდ თეორიულად რა თქმა უნდა, იყო თავისი ქვეყნის ბატონ-პატრონი, თავისუფალი პროფკავშირები ნელ-ნელა გაქრა. ტროცკის, რომელიც წარმატებულად ხელმძღვანელობდა წითელ არმიას სამოქალაქო ომში, მას მტკიცედ სწამდა შრომის მილიტარიზაციის იდეა. მას სურდა, რომ შექმნილიყო მაღალ დისციპლინიზირებული „შრომითი არმიები“ რომლებიც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდებოდა როგორც წითელი არმია. მისი ხედვით ამ სისიტემაში არ იყო თავისუფლალი პროფკავშირების ადგილი, გარდა მისი ერთგვარი შემაერთებელი სტრუქტურისა სახელმწიფოს და პარტიული ხელმძღვანელობის ინსტრუქციების გადასაცემად ქვედა რგოლებისთვის.
ეს იდეა ძალიან ექსტრემალური გამოჩნდა თავად ბოლშევიკებისთვისაც და ამ საკითხის გარშემო პარტიის შიგნით მიმდინარეობდა გრძელი და რთული დებატები. საბოლოოდ, გაიმარჯვა ტროცკის ხედვამ ისეთი ქვეყნის შესახებ, სადაც არ იარსებებდა თავისუფალი და თვითორგანიზებული პროფკავშირები და არ მოხდებოდა ისეთი რამ როგორიცაა მუშათა გამოსვლები და გაფიცვები. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირების გაფიცვები რუსეთში შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1980-იან წლების გვიანეულ პერიოდში.
სოციალ-დემოკრატიულ საქართველოში იყო კარდინალურად განსხვავებული დგომარეობა. პროფკავშირებითვის, რომლებიც სულ რაღაც ათეული წლის წინ გაჩნდა ქვეყანაში, სოციალ-დემოკრატიული მმართველობის პერიოდი იქცა მათი აყვავების ხანად. მათ მოიპოვეს მნიშვნელოვანი გავლენა და იბრძოდნენ გაფიცვის უფლების ოფიციალური დაკანონებისთვის, და რაც მოვიანებით აისახა კიდეც საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლში.
და ისინი იფიცებოდნენ ხშირად, რაც იყო დაძაბულობის მუდმივი წყარო გარე ძალებთან როგორიცაა მაგალითად ბრიტანელები, რომელთაც არ ესმოდათ თუ როგორ იყო გაფიცული მუშები, წითელი დროშები და საბჭოური სტილის მუშათა კავშირები თავსებადი დემოკრატიასთან.
მაგრამ ისინი იყვნენ თავსებადი და ქართულ მუშათა პროფგაერთიანებებმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეძლეს დაეცვათ თავისი წევრები საცხოვრებელი ხარჯების ზრდისგან, უზრუნველყოთ საკვები პროდუქტების მინიმალურ ფასებად ხელმისაწვდომობა და ა.შ. სწორედ მათი თანამშრომლობის წყალობით, გაფიცვათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. და ეს მოხდა არა იმიტომ, რომ საბჭოთა რუსეთის მსგავსად გაფიცვები იყო უკანონო, არამედ იმიტომ რომ აღარ იყო მათი საჭიროება.
ძლიერ და დამოუკიდებელ პროფკავშირებთან ერთად, ქართული სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ხედავდა კოოპერატიული მოძრაობის განვითარების რელაურ შესაძლებლობას .
კ ოოპერატივები საქართველოში გაჩნდა 1867 წლისთვის, 50 წლით ადრე ვიდრე რევოლუცია დაამხობდა ცარიზმს. ქართველები გაეცვნენ ფრანგი ჩარლზ ფოურერის და ბრიტანული ინდუსტრიალიზმის პიონერის და კოოპერატიული მოძრაობის ფუძემდებლის – რობერტ ოუენის ნაშრომებს და შედეგად – სამომხმარებლო კოოპერატივებმა მოიცვეს მთელი ქვეყანა. ქართული კოოპერატივები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, მაგრამ ხელახალი ძალით განვითარდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში. და იყო ამგვარი კოოპერატივების დიდი ნაირფეროვნება, ისეთი როგორიცაა მწარმოებლური და სამომხმარებლო ნივთების კოოპერატივები, წიგნების მაღაზიების, კოოპერატიული რესტორნები, ძეხვეულის, შუშის, საპნის მწარმოებელი და ა.შ. კაუცკის მიხედვით, ყოველა ეს მიმართულება საკმაოდ წარმატებული ბიზნესი იყო. ეს მრავალფეროვნება დაგვირგვინდა ეროვნულ კოოპერატიული ბანკის შექმნით.
იმის მიუხედავად, რომ მარქსიზმის მიმდევრები ხშირად არიან საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი კოოპერატიული მოძრაობის მიმართ, კაუტსკიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მასზე ყველაფერმა ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
საბჭოთა რუსეთში კოოპერატივები ასევე წარმატებით განვითარდა ბოლშევიკური მმართველობის პირველ წლებში, მაგრამ პროფკავშირების მსგავსად, მათ ვერ შეძლეს სახელმწიფოსა და პარტიისგან დამოუკიდებლად არსებობა. საქართველოში კოოპერატივები, დამოუკიდებელი პროფკავშირებისა და თავისუფალი პოლიტიკური პარტიების მსგავსად, წარმოადგენდნენ სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელ ერთ-ერთ ქვაკუთხედს. რუსეთში კი, ისინი იქცნენ კიდევ ერთ იარაღად პერმანენტულად მზარდი და ცენტრალიზებული ძალაუფლების ხელში.
თუ ფიქრობთ, რომ მე მინდა საქართველო წარმოადგინო როგორც ერთგვარი სამოთხე, აქ შევჩერდები, რადგან ეს არ იქნება მართალი. საქართველო სოციალ-დემოკრატების მმართველობის ქვეშ გააჩნდა არანაკლები პრობლემები, მუდმივი ეკონომიკური კრიზისი და მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო დამოუკიდებელი საქართველოს ორ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე.
პირველი, რასაც მარქსისტები ყოველთვის აღნიშნავენ, ეს არის „ეროვნულობის საკითხი“
სოციალ-დემოკრატებს სჯეროდათ ეროვნულ უმცრესობათა უფლებების და საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლი გვაძლევდა ამის ნათელ დადასტურებას: „დაუშვებელია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების თავისუფალი სოციალური, კულტურული და ეკონომკური განვითარების ხელის შეშლა, განსაკუთრებით მშობლიური ენის შესწავლის და მათი კულტურის შიდა მენეჯმენტის საკითხში.
შემდგომ 8 მუხლში სოციალ-დემოკრატებმა ჩამოაყალიბეს მათი ხედვა ეროვნული უმცირესობების ეთნიკური და ლიგვისტური სრული დამოუკიდებლობის შესახებ. ამგვარი მიდგომა ნაკარნახევია არა მხოლოდ სოციალიზმის პრინციპებით, არამედ ისინი შეესაბამებიან პოსტ-ომისეულ პერიოდის „ზეითგეისტად“ და აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის 14 პრინციპს. ყველა, ლენინისა და ბოლშევიკების ჩათვლით, ცნობდა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას და ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს მულტიეროვნულ სახელმწიფოში.
ამასთანავე, ქართული კონსტიტუციის მიერ შექმნილი მრავალეროვნული სამოთხე შეეჩეხა სრულიად სხვა რეალობას პრაქტიკაში. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც რამოდენიმე თვის გასვლის შემდეგ, საქართველო აღმოჩნდა ომის რეჟიმში სომხეთთან. დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილმაც, რომელმაც დაირქვა „სამხრეთ-დასავლური კავკასიური რესპუბლიკა“. მნიშვნელოვანი ეთნიკური და კლასობრივი კონფლიქტის რეგიონად იქცა აგრეთვე სამხრეთ ოსეთის რეგიონი. გაურკვეველი იყო აფხაზური პოზიაციაც, რომლიც ერთი მხრივ საქართველოს მოუწოდებდა დაეცვა იგი რუსეთისაგან და ამავე დროს მხარს უჭერდა რუსეთს.
ამ დისპუტებმა ზოგი ისტორიკოსი მიიყვანა ისეთ ცნებამდე როგორიცაა „ქართული იმპერიალიზმი“, მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო რთული იყო.
ავიღოთ მაგალითად „სამხრეთ-დასავლური კავკასიური რესპუბლიკა“. ამ მაგალითის შესწავლისას, აღმოვაჩენთ, რომ მოქმედი მთავრობა აღიარებდა ყველა ეთნიკური ჯგუფის თანაბარუფლებიანობას -რაც მეტად ლიბერალურად ჟღერს – სომხების გარდა. ეს გვაძლევს იმის გასაღებს, რომ გავიგოთ თუ ვინ იდგა ამ სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფის უკან და რომლებიც აღმოჩდნენ თურქეთის ინტერესების გამტარებლები რეგიონში. ეს საკითხი საკმაოდ ნათელი გახდა და ბრიტანული ოკუპანტური ძალები საბოლოოდ დათანხმდნენ რომ სწორედ საქართველოს მთავრობა და არა პრო-სომხური ძალები და არც პრო-თურქული, სომხეთის მოძულე სეპარატისტები იმსახურებდნენ ბათუმზე კონტროლს.
კიდევ ერთი მაგალითია საქართველო-სომხეთის ტერიტორიული დისპუტი 1919 წელს. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იქცეოდა ცუდად, მაგრამ უფრო ღრმა შესწავლით ნათელი ხდება, რომ სომხურ მხარეს გააჩნდა ძლიერ მცდარი ილუზორული წარმოადგენა პოსტ-ომისეულ პერიოდზე. მხარდამჭერთა ხელშეწყობით, თურქეთის მხრიდან შევიწროების შემდეგ, მათ გაუჩნდათ უფრო ფართე დამოუკიდებლობის მქონე სომხეთის შექმნის იდეა და აქ მათ ბრიტანეთის და ამერიკის სრული მხარდაჭერის იმედი ქონდათ. თუმცა ყველაფერი ესე არ მოხდა. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს მოენახათ სომხეთთან კონფლიქტის თავიდან არიდების გზები.
სამხრეთ ოსეთის შემთხვევა არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც თანამედროვეობაში, რუსები იყვნენ წამყვან როლში იმ პრობლემათა შექმნის საკითხში, რამაც გააღვივა სეპარატიზმი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სოციალ-დემოკრატებიც არ იყვნენ უცოდველი და მათ წარმატებულად ჩაახშეს აჯანყებები და ჩაერთვნენ ისეთ საქმიანობაში რომელიც დღეს, და ასევე მაშინ , შეიძლება შევაფასოთ როგორც ომის დანაშაული.
უნდა აღინიშნოს ის განსაკუთრებული სისატიკე, რომლითაც სახალხო მილიციის – ანუ სახალხო გვარდიის მეთაურები, რომელბიც ახლო კავშირში იყვნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, აწარმოებდნენ ოპერაციებს რეგიონში. და სწორედ ეს ქმედებები იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის მიერ 1921 წლის შემდგომ პერიოდში.
მაგრამ საბჭოთა რუსეთის ძირითადი ბრალდება საქართველოს მიმართ, რომელმაც ასახვა ჰპოვა ტროცკის ყველაზე უსინდისო ნამუშევარში „წითელსა და თეთრს შორის“ შეეხებოდა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ახლოს შეეხო პირველი მსოფლიო ომის მოვლენები. ქვეყანა აღმოჩნდა მტრულად განწყობილ ძალთა გარემოცვაში , ძირითადად კი კონფლიქტში მყოფ რუსეთსა და თურქეთს შორის. და ამასთან არ ქონდა მნიშვნელობა, თუ ვინ იყო რუსეთის სათავეში, – ორივე, ბოლშევიკებიცა და თეთრი რუსებიც დენიკინის ხელმძღვანელობით არ ცნობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
გარე საფრთხეებმა აიძულა ქართველი სოციალ-დემოკრატები მიეღოთ ქვეყნის დაცვისათვის აუცილებელი პრაგმატული გადაწყვეტილება და გაეფომებინათ ალიანსი ჯერ გერმანიასთან და მოგვიანებით ბრიტანეთთან. ისინი გახდნენ ბოლშევიკთა თავდასხმის ობიექტი იმიტომ, რომ მათ ნება დართეს გერმანიას და ბრიტანეთს დაეკავებინათ სახელმწიფო. მაგრამ ახლა ერთი საუკუნის გადმოსახედიდან, ნათელი ხდება, რომ მათ დიდი არჩევანი არც გააჩნდათ.
საინტერესოა, რომ ორი ოკუპანტი არმიიდან, გერმანელები იქცეოდნენ შედარებით კარგად და როდესაც მათ დატოვეს საქართველო, მათ მიმართ ერთგვარი ნოსტალგიაც კი გაჩნდა. ბრიტანელებმა ვერ შეძლეს დიდებით შემოსილიყვნენ საქართველოს დაკავების შემდეგ და ცნობილი იყვნენ თავისი ქედმაღლობით, თუმცა მათი სახელი იხსნა ოლივერ ვორდოპმა, საქართველოს ჭეშმარიტმა მეგობარმა, რომელიც იყო ბრიტანეთის წარმოამდგენელი საქართველოში.
ის ბრალდება, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები არ იყვნენ ნეიტრალური მხარე რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, სადაც ისინი მხარს თეთრებს უჭერდნენ, იყო ტროცკის მთავარი არგუმენტი. მაგრამ ეს მეტწილად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ქართული სოციალ-დემოკრატული მთავრობას მეტად ეშინოდა რუსეთის შემოჭრის, ამიტომ დიდად არ ანიჭებდნენ მნიშვნელობას იქნებოდა ეს წითელი არმია თუ დენიკის მოხალისეები. მათი არაკეთილგანწობა თეთრი რუსეთის მიმართ, ფაქტიურად გახდა ბრიტანელებთან განხეთქილების მიზეზი.
1919 წელს, როდესაც დენიკინის ძალები შემოვიდნენ საქართველოში, სახალხო გვარდიამ გამოაქვეყნა პროკლამაცია რომელიც აცხადებდა:
„დღეს ახალი საფრთხის წინაშე ვდგავართ: გენერალი დენიკინის ძალების აჩრდილმა დაჩრდილა საქართველო. ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს ძველი ჯანდარმერიის საშინელი რეაქციული ძალისგან და მონობისგან… ბრძოლის ველზე დაღვრილი ჩვენი თანამებრძოლების წმინდა სისხლი გვიხმობს რომ გავერთიანდეთ, ხელში ავიღოთ წითელი დროშა და შევებრძოლოთ რევოლუციური საქართველოს წინააღმდეგ მომავალ რეაქციულ ძალას .. შორს შავბნელი რეაქციონერიზმი, გაუმარჯოს რევოლუციურ დემოკრატიას! გაუმარჯოს სოცლიაზმს!“
ძნელია წარმოვიდგინოთ ამგვარი პროკლამაციების არსებობა იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მენშევიკები დენიკინის ძალებს უჭერდნენ მხარს ბოლშევიკების წინააღმდეგ.
ქართველ სოციალ-დემოკრატებს გააჩნდათ იმის საკმაოდ პრაგმატული ხედვა, რომ მტრული ძალების გარემოცვაში, პატარა ქვეყანა, თავისი შეზღუდული რესურსებით დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში თუ არ შეიძენდნენ მეგობრებს. ქართველების გადაწყვეტილება რომ ალიანსი შეეკრათ ბრიტანეთთან, მოეპოვებინა აღაირება „ერთა ლიგისა“ და მოკავშირე ძალების მხრიდან, წარმოადგენს დღევანდელობის ერთგვარ გამოძახილს, როდესაც საქართველო კვლავ აცხადებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის სურვილს.
საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს მცდელობები არ იყო საკმარისი რამდენადაც , რუსეთში სამოქალაქო ომის დასასრულების შემდეგ, სტალინმა შეძლო წითელი არმიის მთელი ძალა მიემარტა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ყველამ ვიცით თუ რითი დასრულდა ეს ისტორია. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში საბჭოთა რუსეთის ძალებმა დაიკავეს თბილისი, აიძულეს საქართველოს ხელისუფლებას უკან დაეხია ჯერ ბათუმში, ხოლო შემდგომ მომხდარიყო მისი შემდგომი ევაკუაცია მოკავშირეთა გემების დახმარებით.
ქართველი სოციალ-დემოკრატები დამარცხდნენ, მაგრამ არ დანებდნენ. მათ გააგრძელეს ნახევრად ფორმალურ რეჟიმში საქმიანობა საბჭოთა წყობის დამყარებიდან რამოდენიმე წლის მანძილზე და საბოლოოდ მოაწყეს აჯანყება 1924 წელს, რომელიც მალევე იქნა ჩახშობილი წითელი არმიისა და ჩეკას მიერ.
იმის მიუხედავად, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში სიხლიანი რეპრესიებით სახელი გაითქვა ახალგაზრდა ჩეკისტმა, ლავრენტი ბერიამ.
1930 წლის დეკემბერში საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი მოკლულ იქნა საბჭოთა აგენტის მიერ ქ. პარიზში. მთელმა ათწლეულმა განვლო წითელი არმიის მიერ საქართველოს რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, მაგრამ სტალინს ჯერ კიდევ ჰქონდა ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატების დაბრუნების შესაძლებლობის შიში.
შემდგომი მრავალი ათწლეულის მანძილზე, როდესაც საქართველო იყო მასიური საბჭოთა იმპერიის პროვინცია, შეუძლებელი იყო გაცხადებულიყო ან ესწავლებინათ სიმართლე ამ წლების შესახებ. მაგრამ ეს პერიოდი დავიწყებას მიეცა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, და სოციალ-დემოკრატიული პარტიები და ხალხი ნელ-ნელა შეეგუვნენ საბჭოური რეჟიმის მმართველობას ამ ქვეყანაში.
ახლა, როდესაც ვუახლოვდებით ქართული დამოუკიდებლობის 100 წლის თავს, ღირს გავიხსენოთ, რომ იმ მცირე პერიოდის, სამი წლის მანძილზე, აქ არსებობდა ქვეყანა, მოქცეული რუსეთსა და თურქეთს შორის, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია შეეცადა შეექმნა ახალი ყაიდის საზოგადოება, რომელიც დაეფუძვნებოდა სოციალურ თანასწორობასა და თავისუფლებას.
ეს იყო ექსპერიმენტალური დემოკრატიული სოციალიზმი და მრავალი ნიშნით ეს იყო შთამბეჭდავი წარმატება.
როდესაც ეთელ სნოუდენი საქართველოდან დაბრუნდა 1920 წელს, ლონდონელი ჟურნალისტების კითხვაზე გაეკეთებინა კომენტარი საქართველოს შესახებ, მან განაცხადა : „მათ შეძლეს შეექმნათ ყველაზე სრულყოფილი სოციალიზმი, რაც კი ევროპაში არსებობს“
ქართული ექსპერიმენტი ჩაახშეს და შემდეგ დაივიწყეს. მაგრამ ის იმსახურებს რომ იგი ახსოვდეთ, შეისწავლონ ადგილზე, საქართველოშივე, ისევე როგორც მსოფლიო მასშტაბით.
სხვა სამყარო შესაძლებელი იყო და ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ეს დაამტკიცეს.
სხვაგვარი მსოფლიო შესაძლებელია დღესაც.