კომპანია “სტარბაქსი“ ცნობილია როგორც ყველაზე დიდი პროფკავშირების მოწინააღმდეგე ორგანიზაცია. ოქტომბერში კომპანიის მიერ რეკორდული მასშტაბის მოგება ნახა, მაგრამ ეს კომპანიაში დასაქმებულტა ყოფაზე ნაკლებად აისახა.
კომპანიის წარმომადგენელთ განცხადებით, მათ არ შეუძლიათ, რომ მუშებს მისცენ მეტი სარგებელი რადგან ფინანსურ ზარალს მიირებენ. მუშები მოითხოვდენ კვებას, სატრანსპორტო ხარჯის ანაზღაურებას და ავადმყოფობის დროის ანაზღაურებას.
მუშათა უმრავლესობა არის 25-წლამდე ახალგაზრდა, რომლებსაც კომპანიის შინაგანი წესი ირონიულად “პარტნიორებს” არქმევს. სტარბაქსის ხედვა არის რომ “პროფკავშირები უსარგებლოა” და ორგანიზაცია მათ წინააღმდეგ ნიშნავს “(კომპანიის) ღალატს და მენეჯმენტის უნდობლობას”.
კომპანია ხმარობს ყველა რესურსს, რათა გააუფასურონ და მოსპონ კოლექტიური მოლაპარაკების საშუალება ინტიმიდაციის, ზეწოლის და პროფკავშირული აზროვნების ადამიანების დაშინებით. ჩანს რომ სტარბაქსს ურჩევნია ჯარიმები გადაიხადოს ვიდრე პატივი სცეს მუშათა უფლებებს.
სტარბაქსი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანთა უფლებებს იმ ქვეყნებში რომელშიც ფუნქციონირებს და უნდა აწარმოოს მორიგებები, როგორც მიღებულია და დამტკიცებულია ჩილეს კანომდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით რომელიც რატიფიცირებულია ამ ქვეყანაში.
http://act.equaltimes.org/en/starbucks