მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სოციალური სერვისები რკინიგზელების და მათ ოჯახის წევრებისთვის

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, დაარსების დღიდან, რკინიგზელების  შრომითი უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობს.  გარდა ამისა, ახლადშექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რკინიგზელების და მათი ოჯახის წევრების  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა, რისთვისაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

პირველი სერვისი, რაც ამ ორგანიზაციამ თავის წევრებს შესთავაზა, ბილაინის ფედერალური (კორპორატიული) ნომრებია, რომლის საშუალებითაც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წევრები და მათი ოჯახები, უფასო სასაუბრო ქსელში ჩაერთვნენ.

ბილაინთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები ასეთია:

* თვეში 1 GB ინტერნეტი უფასოთ;
* უფასო SMS ერთმანეთში (ანგარიშზე არ ქონის შემთხვევაშიც კი);
* უფასო, ულიმიტო საუბარი ერთმანეთში;
* 3 თეთრი წამოწყება და დანარჩენი წუთები უფასო საუბარი ბილაინის სხვა აბონენტებთან;
* ზარის წამოწყება სხვა აბონენტებთან 3 თეთრი, შემდეგი წუთები 8 თეთრი;
* ყველა ზარი უცხოეთში ნახევარ ფასად;

აღნიშნული სერვისით უკვე სარგებლობს 6 000 რკინიგზელი და მათი ოჯახის წევრი.  პროექტი დღესაც გრძელდება და რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, კომპანია ,,ბილაინი“ თითოეულ რკინიგზელს ოთხ ნომერს გადასცემს.

გარდა ამისა ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი”, პროფესიული კავშირის გაერთიანებასა (GTUC) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  დახმარებით იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ყველა წევრს დაურიგდება უნივერსალური პლასტიკური ბარათი, რაც მოაწესრიგებს პროფკავშირის წევრთა სტატისტიკას.

ამასთან ერთად, პროფკავშირულ ბარათს სხვა დატვირთვაც ექნება, კერძოდ ის შეასრულებს ფასდაკლების ბარათის ფუნქციასაც საქართველოს მაშტაბით არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში, სუპერმარეკეტებში, აფთიაქებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და ა.შ.

პლასტიკური ბარათის  სარგებლობის შემთხვევაში, ფასდაკლებით შეძენილი პროდუქტის საფასურის გადახდის შემდეგ მიღებულ ქვითარზე, ამოიბეჭდება იმ თანხის რაოდენობა, რამდენიც რკინიგზელმა პროფკავშირის წევრობის გამო დაზოგა.

მსგავსი სერვისით,  მსოფლიოში მხოლოდ 9 ქვეყანა სარგებლობს.  ბარათი იაპონიაში მზადდება და რკინიგზელთა ახალ პროფკავშირის წევრებს ივნისის ბოლოს დაურიგდებათ.

ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, 1 ივნისიდან ახალი პროფკავშირი თავის წევრებს  სთავაზობს 10 დღიან უფასო საოჯახო საგზურებს დაბა სურამში. მომსახურეობაში შედის ტრანსპორტირება და სასტუმრო (კვების გარეშე). გარდა ამისა, იგეგმება და მოლაპარაკება მიმდინარეობს ქობულეთის სასტუმროების ქსელის წარმომადგენელთან, რათა აგვისტოს ცხელ დღეებში, რკინიგზელებს და მათი ოჯახის წევრებს,  მიეცეთ საშუალება, შეღავათიან ფასებში დაისვენონ შავი ზღვის სანაპიროზე.

ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა, სოციალურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ რკინიგზელებზე,  ერთი წლის განმავლობაში უკვე გასცა 8000 ლარზე მეტი დახმარება.

100_ზე მეტ რკინიგზელს გაეწია რეკომენდაცია რკინიგზის ადმინისტრაციასთან, ჯანმრთელობის დაზღვევით მიღებული სარგებელის გარდა, მიეღოთ დამატებითი დაფინანსება ოპერაციებზე და სამედიცინო მომსახურებაზე.

ახალი პროფკავშირის დახმარებით, 10_ზე მეტმა  რკინიგზელის შვილმა, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა,  რკინიგზის ადმინისტრაციისგან მიიღო 500 ლარი საჩუქრად.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა ორმა სტუდენტმა, რომელიც ამავედროს დასაქმებულია რკინიგზაში,  ადმინისტრაციისგან მიიღო სამაგისტრო პროგრამის გადასახადის 50% _იანი დაფინანსება.

სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ს და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიულ  კავშირს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში:

  • რკინიგზელები, რომელთა შვილებიც პირველ კლასში შევლენ მიიღებენ ერთჯერადად 125 ლარს;
  • დასაქმებულებს, რომლებსაც შეუსრულდებათ საიუბილეო ასაკი (50, 60, 65, 70) წახალისდებიან ერთჯერადი პრემიით 200 ლარის ოდენობით;
  • დასაქმებულის ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამის დასაქმებულს მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით.
  • აღდგება მემანქანეებისთვის და რანგით მის ქვემოთ მყოფი კატეგორიის დასაქმებულებისთვის შვებულებაზე ფულადი დანამატები:

5_დან 10 წლამდე სტაჟის ჩათვლით – 90 ლარი
10_დან 20 წლის სტაჟის ჩათვლით – 120 ლარი
20 წლის ზევით სტაჟისთვის – 180 ლარი

  • რკინიგზელის ოჯახში  ბავშვების დაბადებისას დასაქმებულზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით;
  • ადმინისტრაცია ყოველწლიურად უზრუნველყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვას. სადაზღვეო კომპანიის შემოთავაზებული პირობები განიხილება რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობით;

გარდა ამისა, ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას რკინიგზელების ხელფასებისა და დანამატების გადახედვისა და შესაბამისი წლის ფინანსურ შედეგებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გამართოს მოლაპარაკება რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან, კომპანიის აუდირებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (წლის აუდირებული შედეგი იდება მარტის თვეში);

ასევე რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მონაწილეობას მიიღებს ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავებაში/ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცესში.

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ჩართულობა დასაქმებულთათვის შესამუშავებელი სოციალური პროექტების განხილვის პროცესში.

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობას საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების მიზეზების შესწავლა–გამოკვლევაში;

ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზელის დღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამოსავლენ კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობას;

იღებს ვალდებულებას არ დაუშვას პროფკავშირების ორგანების საქმიანობაში ,,კომპანიის” მხრიდან ჩარევის მცდელობას და მათ საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას;

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ,,კომპანიის” ნებისმიერ საატესტაციო (მათ შორის გამოცდების) კომისიაში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელის მონაწილეობას;

ასევე კადრების მიღების პროცესის გამჭვირვალეობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელის მონაწილეობას კადრების სამსახურში მიღების წესის ჩამოყალიბებასა და მის სრულყოფაში;

ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას დაიცვას საწარმოო სანიტარიის ნორმები, უზრუნველყოს სამუშაო ადგილების ნორმალური განათება, გათბობა, სათანადო ვენტილაცია, ყოველდღიური დასუფთავება, ასევე უზრუნველყოს სანიტარული კვანძებისა და საშხაპეების ნორმალური ფუნქციონირება და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების აღიარებული სტანდარტების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა;

ასევე ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და მკურნალობის ხარჯები, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახზე გასცემს სამართლიან და ღირსეულ ოდენობის კომპესაციას;

დარგობრივი დოკუმენტის თანახმათ – სს ,,საქართველოს რკინიგზა” რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს მიიჩნევს სოციალურ პარტნიორად და ხელს უწყობს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მინიჭებულ უფლებების განხორციელებაში!servis

სტატია გამოქვეყნდა გაზეთში “ჩქარი მატარებელი” (N1)