მიმდინარეობს საიტის განახლება

“სოციალური პარტნიორობის გაძლიერება პროფესიული განათლების სფეროში“

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში, სოციალური დიალოგის სემინარი&ტრენინგი: “სოციალური პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში“ – მიმდინარეობს.
სემინარის მომხსენებლები: როჯერ ჰესლერი, ედუარდ კასტელი, ტიმო კუსელა და სხვა… ვრცლად საუბრობენ სოციალური დიალოგის ბარიერების დაძლევაზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე, პროფესიული განათლების სექტორის კონცეფციაზე და სხვა…

სემინარს ესწრება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და პროფკავშირების სხვა წევრებიც, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან წარმომადგენლები: განათლების სამინისტროდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, დამსაქმებელთა გაერთიანებიდან და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

სემინარი&ტრენინგის ერთ ერთი მიზანია, პროფესიულ განათლებასა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის გაძლიერება რეგონალურ და ადგილობრივ დონეზე, რაც ზოგადად საქართველოში სოციალური პარტნიორობის დონეს გააუმჯობესებს.
1