მიმდინარეობს საიტის განახლება

,,სოციალური დიალოგი და შრომის მომავალი“ -კონფერენცია ათენში

,,სოციალური დიალოგი და შრომის მომავალი“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი დონის კონფერენციას ათენში უმაპსინძლა. საქართველოს პროფაკვშირების გაერთიანება ადგილზე გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილით რაისა ლიპარტელიანი იყო წარმოდგენილი. კონფერენციაში 180 ადამიანი მოაწილეობდა მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების გამოცდილება და ხედვები  შრომის მომავალზე, გაეროს მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის 2030 – ის ფარგლებში; აგრეთვე ღირსეული შრომის უზრუნველყოფა ყველასთვის; ტექნოლოგიური განვითარების და გლობალიზაციის ზეგავლენა შრომის მომავალზე; სოციალური დიალოგის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებები, რათა მან უპასუხოს შრომის სფეროში ცვლილებებთან დაკავშირებულ  გამოწვევებს და ა.შ. კონფერენციაზე მიიღეს ათენის დეკლარაცია – სოციალური დიალოგისა და შრომის მომავლის თაობაზე, სადაც ხაზი გაესვა სოციალური დიალოგის განვითარების მნიშვნელობას ღირსეული შრომის  უზრუნველსაყოფად.