ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გერმანელი პარტნიორებისა (BWMV) და “საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის“ მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენციას “სოციალური დიალოგის განვითარება საწარმოების დონეზე“.
კონფერენციაზე “დამსაქმებელთა ასოციაციის“, პროფკავშირების, საქართველოს მთავრობის და უცხოელი ექსპერტების მიერ საქართველოს შრომის კოდექსი იქნა მიმოხილული. ღინისძიების მიზანი ასევე იყო არსებული ხარვეზების და შენიშვნების გამოვლენა და მთავრობისთვის რეკომენდაციების გაწევა.
კონფერენციის მიზანი იყო სამმხრივ დიალოგში მონაწილე მხარეებს შორის ამჟამად რადიკალურად დაშორებული პოზიციების იდენტიფიცირება; არსებული ხედვების განსხვავებულობის გასაზღვრა; პოზიციათა თანხვედრის შესაძლებელობების განხილვა; მეზობელი ქვეყნების პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და გამოცდილებათა გაზიარება; ხელისუფლების ორგანოებთან და განსაკურებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისა და სარეკომენდაციო სამუშაოების შესრულება; განხილვის შედეგად თანამშრომლობის კონკრეტული მოდელებზე ჩამოყალიბება; უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით საკუთარი წევრებისათვის კონკრეტული სასწავლო ღონისძიებების გეგმის გაწერა და განხორციელებისათვის სათანადო რესურსების დაგეგმვა; უახლოესი ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობისა და ერთიანი წესების განსაზღვრა სათანადო აქტზე (მემორანდუმი) მხარეთა ხელმოწერის გზით.
კონფერენციის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ; ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი მახათაძემ; ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ; გერმანიის პროფკავშირების და ბიზნეს გაერთიანების შრომის ექსპერტებმა (იურისტებმა); აზერბაიჯანისა და სომხეთის შრომის სამინისტროების და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებმა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროსა და ამავე ორგანიზაციის ადგილობრივი პროექტის ხელმძღვანელებმა. პროფკავშირების გაერთიანებას, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე იღებდა მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე. კონფერენცია წაიყვანა ევროკავშირის პროექტის მენეჯერმა, ოლივერ რაისნერმა.