თბილისელ მეხანძრე–მაშველებს, სოლიდარობა ჩეხეთის მეხანძრეთა პროფკავშირმაც გამოუცხადა. საქართველოს ხელისუფლების სახელზე გამოგზავნილ წერილში მოწოდებაა, რომ შეჩერდეს მეხანძრე–მაშველებზე ზეწოლა. სრულად გთავაზობთ წერილის ქართულ და ინგლისურ (ორიგინალ) ვერსიებს:
“ბატონო მინისტრო, მე გწერთ რათა გამოვთქვა ჩემი უდიდესი შეშფოთება იმ სიტუაციაზე, რაც ვითარდება საქართველოს მეხანძრე–მაშველებთან დაკავშირებით და მათი პროფკავშირის ლიდერებზე წნეხის განხორციელების ფაქტებზე, რასაც ჯერ კიდევ აქვს ადგილი თქვენს ქვეყანაში. ეს სიტუაცია მიუღებელია და ჩეხეთის მეხანძრეთა პროფკავშირების წევრებს შორის შეშფოთებას იწვევს.
EPSU/PSI–ს მხარდაჭერის წერილიდან ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ რამდენიმე მეხანძრე–მაშველი შიმშილობს. თქვენი ქვეყნის მეხანძრე–მაშველების ასეთი არასასიამოვნო მდგომარეობა მიუღებელია.
ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს არჩეული პროფკავშირის ლიდერებზე წნეხი და პროფკავშირის წევრების დაშინება , შექმნას შესაფერისი დიალოგის პლატფორმა საჯარო მოხელეთა პროფკავშირებისა და მთავრობისათვის ადგილობრივ და მთლიანად ქვეყნის დონეზე.
კერძოდ, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მეხანძრე–მაშველების პროფკავშირებს და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნებს.
ზდენეკ ობერეიტერი, ჩეხეთის დამოუკიდებელი მეხანძრეთა პროფკავშირების თავმჯდომარე”.
“Dear Minister, I am writing to you to express my deepest concern to hear about the situation of Georgian Firefighters-Rescuers, and the ongoing intimidation of their trade union leaders in your country. This situation is intolerable and raises concerns among the members of Czech Firefighters Union / Odborový svaz hasičů – OSH.
We have also heard from the joint EPSU/PSI letter in support of the Tbilisi Firefighters-Rescuers Trade Union that some of the protesters are on hunger strike. This unhappy situation of Georgian Firefighters-Rescuers in your country is utterly unacceptable.
We call on your government to end persecution of elected union leaders and intimidation of union members, to restore respect for labour rights in your country, and to create an appropriate dialogue platform for public service unions and the government – both at local and national level.
In particular we express our solidarity with Georgian Firefighters-Rescuers Trade Union, and support their demands.
Yours sincerely,
Zdenek J. OBERREITER
OSH Chairman
Czech Fire-Fighters Independent Trade Union”.