მიმდინარეობს საიტის განახლება

სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს!

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 20 იანვრიდან ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება 4 თვით შეწყდება, ჭიათურელებისათვის მძიმე კრიზისის მომასწავებელია. ისინი მთავრობისაგან პირდაპირ რეაგირებას და კომპანიისაგან შემოთავაზებული პირობების გაუმჯობესებას, ასევე პროცესების გამჭირვალობას ითხოვენ.

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დაგრობრივ და პირველად ორგანიზაციებს, ყველა მაღაროელსა და ჭიათურელ მოსახლეობას  ამ სამართლიან ბრძოლაში სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ  საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციები, პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია, გაერთიანების აპარატის წევრები და სხვადასხვა პირველადი ორგანიზაციები.