2011 წლის 16 დეკემბერს, ექვსთვიანი დაპირისპირება “კაზმუნაიგაზ“–ის ადმინისტრაციის და მუშაკების შორის გაფიცვის მეშვეობით გადაიზარდა აჯანყებაში, რამაც გამოიწვია ძალადობის და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები პოლიციის მხრიდან.
დაპირისპირებას ჩვიდმეტი ადამიანი ემსხვერპლა და რამოდენიმე ათეული დაშავდა. ოცდაჩვიდმეტი პირი დაიჭირეს და დააპატიმრეს. ამ ოცდაჩვიდმეტიდან, შვიდი ადამიანი დღესაც ციხეშია. მათი სახელებია: თანათარ კალიევი, შაბდალ უტკილოვი, თალგატ საქტაგანოვი, ნარინ ჯარიგასინოვი, კანათ ჟუსიფბაევი, მაკსათ დოსმაგამბეტოვი და როზა თულეტაევა.
ყაზახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათ შორის პროფესიულმა კავშირებმაც, ხელისუფლებას კანონმდებლობის “პროვოცირების გაკეთება სოციალური უთანხმოების შექმნის მიზნით” შეცვალისაკენ მოუწოდა. ამ ორგანიზაციებს უნდათ დარწმუნდენ, რომ კანონმდებლობას არ ექნება შერჩევითი ხასიათი და აღარ განხორციელდება ზეწოლა ადამიანის უფლებათა დამცველების, საზოგადო მოღვაწეების დაპროფკავშირების შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესების კანონიერ მოთხოვნებზე.
ნავთობმოპოვების მუშაკთა ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას ყაზახეთის თავისუფალი პროფკავშირის გარდა, უერთდებიან: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის და საქართველოს პროფკავშირებიც. მათ მხარს უჭერენ კოლეგები მთელი მსოფლიოდან. ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა სამართლიანობისათვის. ეს არის ბრძოლა უფლებისთვის, რომ ყველა მუშას ყაზახეთში ჰქონდეს გაფიცვის უფლება და შეეძლოთ იბრძოლონ ღირსეული სამუშაო პირობებისათვის!
ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ყაზახეთში მომხდარი საშინელი მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმი: http://www.youtube.com/watch?v=mc4cbuQmjss
სტატიის ტექსტის ორიგინალი: http://www.labourstartcampaigns.net/show_campaign.cgi?c=2092&src=facebook