მიმდინარეობს საიტის განახლება

სიღარიბე და საარსებო მინიმუმი

ინდუსტრიულ-საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასტან ერთად სიღარიბე საზოგადოების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა ხდება, ასე იყო სხვა ქვეყნებში და ასეა საქართველოშიც. ქვეყანამ გადაიტანა დეინდუსტრიალიზაცია და მხოლოდ აარცთუ დიდი ხანია რაც საზოგადოება მატერიალური განვითარებისკენ გადაერთო. მატერიალურმა განვითარებამ ქვეყანაში არსებული სიღარიბე სოციალურად მიუღებელ ფენომენად აქცია, მიუხედავად იმისა რომ მოქმედი ეკონომიკური სისტემის ლოგიკა მოთხოვნილების ზრდას ემყარება, რაც სიმდიდრესთან ერთად სიღარიბის არსებობის უწყვეტობას განაპირობებს. საბაზრო ურთიერთობების განვითარებამ, ტექნოლოგიურმა სიახლეებმა და ეკონომიკურმა ზრდამაც კი სიღარიბის შემცირებაც კი ვერ შესძლო. ინდივიდთა ხელში საბაზრო შესაძლებლობების არსებობა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სიკეთეეის გამანაწილებელი მექანიზმის ფორმირების გარეშე შეუძლებელს ხდის სიღარიბის , როგორც სოციალური პრობლემის დაძლევის თეორიული შესაძლებლობის გაჩენასაც კი. თანამედროვე საქართველოში ღარიბად ყოფნა ნიშნავს საკუთარი ცხოვრებისეული ვითარებების კონტროლის შეუძლებლობას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სოციალურ მინიმუმზე სამოქალაქო უფლების აღიარება და საზოგადოების ორიენტირება სოციალურ სახელმწიფოზე. მასობრივი სიღარიბის პირობებში სარსებო მინიმუმის არსებობა მართლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საარსებო მინიმუმი ხომ ძირითადი სახელმწიფო სოციალური სტანდარტია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სახელმწიფოს სოციალური გარანტიები, ისეთი როგორიც არის: ხელფასი, პენსია, სოციალური დახმარება და სტიპენდია, მათი მოცულობა და თავად დანიშვნის უფლებაც, მომსახურების გარანტია და სტანდარტები, ჯანდაცვისა და განათლების მიღების უზრუნველყოფა და ა.შ.

დღეისთვის საარსებო მინიმუმი რჩება მთავარ, საკვანძო მაჩვენებლად ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის დახასიათებისას, სიღარიბის კრიტერიუმების განსაზღვრისას, რაც სახელმწიფოს სოციალური პროგრამების შემუშავებასა და ზოგადად სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში უდიდეს როლს თამაშობს.

საზოგადოებაში დღეს მწვავე დისკუსიას იწვევს ოფიციალურად დადგენილი საარსებო მინიმუმის სრული შეუსაბამობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ რეალობებთან. საარსებო მინიმუმის მოცულობა, რომელიც სამომხმარებლო კალათის მოცულობაზე არის დამოკიდებული დიდად არის შემცირებული. საარსებო მინიმუმის მოქმედი ნორმები ფიზიოლოგიურს არსებითად ჩამორჩება, სასურსათო პროდუქტების ნაკრები არ შეესაბამება ადამიანის მიერ საკვების მიღების ზოგად სამედიცინო ნორმებს, ხოლო არასასურსათო პროდუქტებისა და მომსახურების ნაკრები მიზერულადაც კი ვერ ფარავს თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის ყველაზე მცირე, გადაუდებლად აუცილებელ მოთხოვნილებას. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას არ ხდება სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ეროვნულ სამომხმარებლო ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნილების ცვლილების, ქვეყნის ეკონომიკის ღიაობის გატვალისწინება. შრომის უნარიან პირთა საარსებო მინიმუმის სტრუქტურასი გათვალისწინებული არაა ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რომელიც საქართველოსი 20%-ს შეადგენს.

ქვეყანაში მოქმედი საარსებო მინიმუმის სტრუქტურის განსაახლებლად აუცილებელია მისი სისტემური გარდაქმნა. საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას შეუძლია შეიმუშავოს საარსებო მინიმუმის განახლების სახელმწიფო პროგრამის პროექტი. სოციალურ პარტნიორთა შორის სოციალური დიალოგის პირველი შედეგი შეიძლება გახდეს საერთო, შეჯერებული პოზიცია საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლაზე, არსებული ნორმატიულიდან იგი კომბინირებული უნდა გახდეს. საარსებო მინიმუმის ნაკრების სტრუქტურაში კვების პროდუქტების დაანგარიშება ნორმატიული მეთოდით, ხოლო არასასურსატო პროდუქტებისა და მომსახურების განსაზღვრა პროცენტული შეფარდებით უნდა მოხდეს.

დღეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე საქონლისა და მომსახურების ფართო ასორტიმენტია, მაგრამ ერთი და იმავე დანიშნულების პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხისა და ფასების დიაპაზონი ასევე ფართეა. ამ ვითარებაში არაგონივრულია არასასურსათო ჯგუფის ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე გამოყენების ვადებისა და ნორმატივების დადგენა.

საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას შეუძლია ქვეყნის პარლამენტისთვის წარსადგენად  მოამზადოს სათანადო კანონის პროექტი „საქართველოში სამომხმარებლო კალათის შესახებ“. ამ პროექტის მიხედვით სამომხმარებლო კალატის 45% კვების პროდუქტებმა, 30% არასასურსათო პროდუქტებმა და 25% მომსახურებამ უნდა დაიკავოს. საარსებო მინიმუმის განახლების მიზანი უნდა გახდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპის განხორციელება.

სოციალურ პარტნიორებს ეკონომიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპის ხელმძღვანელობით ხელეწიფებათ სოციალური დიალოგის გზით მიაღწიონ არსებული ეკონომკური რეალობის ადეკვატურად მოპასუხე, მეცნიერულ გაანგარიშებაზე დფუძნებული საარსები მინიმუმის დადგენას და ამით ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად რელური ღონისძიებების გატარების დაწყებას.

დავით  არაბიძე