შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით შრომის საკითხებზე სიმპოზიუმი გაიმართა. სიმპოზიუმში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელმა მიიღო მონაწილეობა.
განსახილველი თემები იყო: შემოსავლების უთანასწორობა, შრომის ბაზრის ინსტიტუტებისა და მშრომელების სიძლიერე იყო. ეთერ მათურელმა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს შრომით კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა.
ოთხდღიან სიმპოზიუმზე გლობალური ეკონომიკის ცვლილებები, გენდერული ანაზღაურების ნაპრალის ამოვსების მექანიზმები, მთავრობების კრიზისის, დერეგულაციისა და მზარდი უთანასწორობის ფონზე პროფკავშირების როლი და ფუნქციები განიხილეს.
სიმპოზიუმში მონაწილეობას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირული ლიდერები და შრომის ექსპერტები იღებდნენ.