მიმდინარეობს საიტის განახლება

საჯარო მოხელეთა პროფკავშირის კრება დუშეთში

დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ფუნქციონირება აღადგინა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის დუშეთის რაიონულმა ორგანიზაციამ.

კრების მუშობაში მონაწილობას იღებდა ვაჟა ჩოხელი – რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნუგზარ ჭინჭარაული – პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მანანა გელაშვილი – პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. კრებას ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ააიპ-ებში დასაქმებულები.

კრების მონაწილეებმა პროფესიული კავშირის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩია ბექა ღარიბაშვილი – გამგებლის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილედ თინათინ ცოცხალაშვილი . ფორმირებულ იქნა რაიონული ორგანიზაციის კომიტეტი და საკონტროლო-სარევიზიო კომისია. საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია ირაკლი წიკლაური. დაისახა სამომავლო ამოცანები.

1