საჯარო მოხელეთა პროფკავშირის ბრძოლა დასაქმებულთა უფლებებისათვის!

საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი აქტიურად იბრძვის სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების უფლებების დასაცავად.  პროფკავშირის წევრთა სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით, უკანასკნელ პერიოდში საჯარო მოხელეთა პროფკავშირი რამდენიმე სასამართლო დავაშია ჩაბმული.

ერთ–ერთი გამორჩეული თემაა, მეხანძრე–მაშველის, ავთანდილ მეგრელიშვილის ამბავი. 2014 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სამსახურში აღდგენის და განცდური ხელფასის ანაზღაურების და ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ით ანაზღაურების შესახებ,  სარჩელით (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60’ მუხლის“დ“ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე)  მიმართა ავთანდილ მეგრელიშვილმა – თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისმართვის სააგენტოს თანამშრომელმა.

მორიგ გამოძახებაზე მისულმა მაშველებმა, ბინაში აღმოაჩინეს ადამიანის გახწნილი გვამი. სპეციალური  აღჭურვილობა ოთხი მაშველიდან, სამს აღმოაჩნდა. სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო, გვამის გადმოსვენებაზეც ავთანდილ მეგრელიშვილმა უარი განაცხადა, რადგანაც მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. დასახმერებლად, ადგილზე გამოძახებულ იქნა მეორე სამაშველო ბრიგადა. აღნიშნული ფაქტი მეგრელიშვილის სამასხურიდან გათავისუფლების და  სასამართლოში დავის მიზეზი გახდა.

დღეისათვის ამ საკითხზე სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა საჯარო მოხელეთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყოლას და სამართლიანობის აღდგენას აპირებენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ბექა ავლახიშვილი, ინგა ჭრიკიშვილი და გოჩა ენუქიძე 2014 წლის 3 იანვრს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით. გათავისუფლებული 8 მუშაკის ნაცვლად,  სამსახურში სხვა და სხვა თანამდებობაზე აღდგენილ იქნა გათავისუფლებული 4  კადრი და მიღებულ იქნა  4 ახალი თანამშრომელი. ამ ფაქტის გამო, 2014 წლის 14 თებერვალს,  გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის #1 ბრძანების (მე-10,მე-15,34-ე პუნქტების ) ბათილად ცნობის –  სამსახურში აღდგენის და იძულებითი მოცდენის ანაზღაურების შესახებ,  სარჩელით მიმართეს მინიციპალიტეტის თანამშრომლებმა: ბექა ავლახიშვილმა, ინგა ჭრიკიშვილმა და გოჩა ენუქიძემ  (ს.ზ.ა.კ-ის 60’ მუხლის, საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე და 127-ე, 112-ე მუხლების საფუძველზე).

19 მარტს,  რაიონულმა სასმართლომ ბექა ავლახიშვილის, ინგა ჭრიკიშვილის და გოჩა ენუქიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირების პროფესიული კავშირი აგრძელებს დავას სააპელაციო სასამართლოში.

პროფესიული კავშირის ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მერი გიორგაძე – ძირითად სამუშოზე 2014 წლის 4 თებერვლამდე მუშობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთლობისა და სოციალური სამსახურის უფროსად. მოსვლისთანავე ახალმა გამგებლმა ლევან ცაბაძემ დაიწყო მისი სამსახურებრივი დევნა. მის მიერ მოწვეულმა აუდიტორებმა მერ გიორგაძის  დაქვემდებარებულ სამსახურში დარღვევები ვერ აღმოაჩინეს, რაზეც საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილებაც არსებობს.

მერი გიორგაძის დროებით შრომისუუნარობის პერიოდში ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გამოაცხადა გამგეობაში რეორგანიზაცია, გააუქმა  ჯანმრთლობისა და სოციალური სამსახური შტატების შემცირებით და დაუქვემდებარა გამგეობის სხვა სახსახურს, ისე რომ მერი გიორგაძისათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა და ამის შესახებ არ აცნობა პროფესიულ კავშირს. საქართველოს კანონოთ „პრფესიული კავშირების შესახებ“ შესაბამისად, დაუშვენულია პროფკავშირული ორგანოს ხელმძღვანელის გათავისუფლება ზემდგომი პროფ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

მომხდართან დაკავშირებით, მერი გიორგაძემ 2014 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა ასპინძის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის # 35 ბრძანების ბათილად ცნობის ~, მისი სამსახურში აღდგენის და იძულებითი მოცდენის ანაზღაურების შესახებ .

ამ პერიოდისათვის სასამართვლო პროცესი არ ჩანიშნულა.

წლების განმავლობაში, ქალაქ თბილისის მერიის საგანმგებო და გადაუდებელი სააგენტოს მეხანძრე–მაშველების სამუშაო დღეების რაოდენობა  თვეში ათ 24 საათიან მორიგეობას შეადგენდა, რაც ბევრად აღემატებოდა შრომის კოდექსით (კვირაში 41 საათი, თვეში დაახლოებით 164 საათი) დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობას. 2013 წლის 4 ივლისს, საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილება დამსაქმებელს დასაქმებულთან შეთანხმებით, ავალდებულებს ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებას. ამ მოთხოვნით, სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა მიმართეს  სააგენტოს ხელმძღვანელს, რაც მისი მხრიდან გათვალისწინებულ არ იქნა.

2014 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების თაობაზე (საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 ; 317; 361-ე მუხლების საფუძველზე), სარჩელით მიმართეს   ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გიორგი დიასამიძემ, გრიგოლ სხილაძემ და სხვებმა (სულ 26 მუშაკმა).

გაიმართა მოსამზადებელი სხდომები, მოსარჩელეთა წინადადება მორიგების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელეთა მიერ ზეგანკვეთური სამუშაოს ანაზღაურების (კუთვნილი თანხის) 20%–ით შემცირებას, მოპასუხის მხროდან ურყოფილ იქნა.

15 აპრილს დანიშნულია  საქმის ძირითადი განხილვა და აქაც საჯარო მოხელეთა პროფკავშირის თანადგომით არსებობს დიდი იმედი, რომ საბოლოოდ ყველაფერი დასაქმებულთათვის სასიკეთოდ დასრულდება.sajaro