დღეს საგანგებო და გადადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში დასაქმებულმა პრიოფკავშირის წევრებმა საპროტესტო აქციას გამართეს. აქციის მონაწილეები საგანგებო და გადაუადებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის და მისი დისშვილის, ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსის ლევან ჩხიკვაძის გადადგომას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები თემურ გიორგაძეს არასწორ მენეჯმენტში, თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებაში და პროფკავშირების დევნაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეებს ხელთ აქვთ ბანერები წარწერით “თემურ ცრუ, წადი”, “სააგენტო გიორგაძის გარეშე”, “სააგენტოს ესაჭიროება მენეჯერი”.
აქციის ორგანიზატორმა, საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ნუგზარ ჭინჭარაულმა განაცხადა, აქცია იმ ადამიანების მხარდაჭერით გაიმართა, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
“აქცია იმ ადამიანების მხარდასაჭერად იმართება, რომლებიც წელიწადნახევარის განმავლობაში უკანონოდ არიან გათავისუფლებული სამსახურიდან. ამ აქციაში მონაწილეობას იღებენ, როგორც მოქმედი თანამშრომლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც გაათავისუფლეს სხვადასხვა მიზეზები გამო. პროფკავშირები ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება უბრალოდ ხელმძღვანელობის არასწორი მენეჯმენტის ბრალია”, – განაცხადა ნუგზარ ჭინჭარაულმა.
მისივე განცხადებით, თემურ გიორგაძე პროფკავშირის თანამშრომლებს დევნის. მან განაცხადა, რომ 2013 წლის დეკემბერში, როდესაც მერიაში დასაქმებულ ყველა მოხელეს მიეცა მეცამეტე ხელფასი, მხოლოდ 6 თანამშრომელს, რომლებიც პროფკავშირში იყვნენ, არ მიეცათ მეცამეტე ხელფასი.
ერთ-ერთი განთავისუფლებული ავთანდილ მეგრელიშვილის განცხადებით, მისი განთავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ბრძანებაზე, ჩამოეყვანა ინფიცირებული გვამი აღჭურვილობის გარეშე, უარი განაცხადა. ამის შემდეგ მეორე დღეს თემურ გიორგაძის დისშვილი ლევან ჩხიკვაძე მასთან მივიდა და უთხრა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.
აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წინ. როგორც ცნობილი გახდა, გათავისუფლებულ ავთანდილ მეგრელიშვილთან ერთად 4 მოქმედი თანამშრომელი დაიწყებს შიმშილობას დღესვე და დანარჩენები მათ შემდგომ შეუართდებიან. მათი ინფორმაციით, შიმშილობა იქამდე გასტანს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და გიორგაძე და მისი დისშვილი თანამდებობიდან არ გათავისუფლდება.