საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა თიანეთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის სემინარი გამართასაქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის სემინარი გამართა.საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა, თამუნა სურმავამ საჯარო მოხელეებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ახალი რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროფესიული კავშირების საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, მანანა გელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეების ინფორმირების მიზნით, აღნიშნული ტიპის სემინარები საქართველოს მასშტაბით უკვე 15 მუნიციპალიტეტში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ამერიკის პროფკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.