საქართველოს პარლამენტის საჯარო ბობლიოთეკის მესამე კორპუსის მთავარ დარბაზში, საქართველოს ახალი შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უძღვებოდა. როგორც ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას თეა წულუკიანმა განუცხადა, შეიქმნა დაბალანსებული შრომის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულთა უფლებებს. ქალბატონმა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს ახალი შრომის კოდექსის ცხოვრებაში გატარებისკენ მოუწოდა.
პრეზენტაციაზე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციას ასევე საქართველოს პროფკავშირების დარგების თავმჯდომარეებიც დაესწრნენ.
“იდეალური არაფერი არ არის. მაგრამ ფაქტია რომ როგორც და დედამიწა ისე განსხვავდება ეს კოდექსი წინა კოდექსად წოდებულ სიმახინჯისაგან. ჩვენ დაგვჭირდა წლები და დიდი ძალისხმევა, რომ სიტუაცია ასეთ შრომის კოდექსამდე მიგვეყვანა. ჩვენ გვაქვს იუსტიციის სამინისტროს სიღიავის იმედი და დარწმუნებულები ვართ, რომ კოდექსში დღეს არსებული ხარვეზებიც გამოსწორდება“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შრომის ახალი კოდექსის ბეჭდური ვერსიის საზოგადოებისათვის გაცნობის დროს აღინიშნა პროფკავშირების განსაკუთრებული როლი ახალ შრომის კოდექსის პროექტის შემუშავებაში და იმედი გამოითქვა, რომ ეს თანამშრომლობა იმ პერიოდშიც გაგრძელდება, როდესაც ქალთა უფლებების შესახებ კანონზე დაიწყება მუშაობა.