მიმდინარეობს საიტის განახლება

საშუალო ხელფასი შეიცვალა

ქვეყანაში საშუალო ხელფასის დონის შესახებ

ავტორი: გულადი ლომინაშვილი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2017 წლის პირველი კვარტლის საშუალო ხელფასის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საშუალო ხელფასის მოცულობა 989.4 ლარით განისაზღვრება, რაც 76.4 ლარით (8.4%-ით) აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

მეურნეობირივი საქმიანობის 15 დარგიდან, ქვეყნის საშუალო ხელფასის დონესთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება 8  დარგში, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის (657.9 ლარი) ;  თევზჭერა მეთევზეობის (955.2 ლარი); დამამუშავებელი მრეწველობა (826.1 ლარი); ვაჭრობის (853.5 ლარი); სასტუმროებისა და რესტორნების (740.7 ლარი); განათლების (563.3 ლარი); ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების (934.4 ლარი); კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის (781.9 ლარი); სფეროებში.

ქვეყნის საშუალო ხელფასის დონესთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება დანარჩენ 7 დარგში, მათ შორის შედარებით მაღალი: საფინანსო საქმიანობის (1907.5 ლარი); მშენებლობის (1498.5 ლარი); ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის (1332.4 ლარი); სახელმწიფო მმართველობა (1295.3 ლარი) და სხვა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო ხელფასის დონის შემცირება აღინიშნება მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის ხაზით (28.4 ლარით -2.2%ით).

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემით ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებული მამაკაცის საშუალო ხელფასი 1191.5 ლარია, რაც 85.1 ლარით 7.7% -ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო დასაქმებულ ქალთა საშუალო ხელფასი შეადგენს 759.9 ლარს, რაც 63.9 ლარით – 9.2% ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

დასაქმებული მამაკაცის საშუალო ხელფასის მოცულობა 431.6 ლარით (36.3% ით) აღემატება დასაქმებულ ქალთა საშუალო ხელფასის მაჩვენებელს.

საშუალო ხელფასის დინამიკის ზოგადი მაჩვენებელი შენარჩუნებულია სქესობრივ ჭრილში დასაქმების დროსაც.

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ქვეყანაში არსებული სავალუტო კურსის, ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების პირობებში, საშუალო ხელფასის საერთო დონით 8%-ით ზრდა, ჩვენი აზრით, არსებით გავლენას ვერ ახდენს ქვეყანაში დასაქმებულთა და მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე.