სასტუმრო Holiday Inn-ში საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC) პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) ყოველწლიური აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრები 19-დან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. ძირითადად განიხილება ევროპული პროფკავშირების მომავალი, მსოფლიო შრომით ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები და შრომითი მიგრაცია. ასევე, მონაწილეები იმსჯელებენ ბრიუსელში, 2015 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილი საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის პან ევროპული საბჭოს გენერალური ასამბლეის მოსამზადებელი საკითხების გარშემო, მათ შორის სრულიად ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტის არჩევნების შესახებ.
შეხვედრებში მონაწილეობას იღებს 24 ქვეყნის 80 მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ნორვეგიის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, ალბანეთის, სომხეთის, ბელოურისის, ბულგარეთის, ყაზახეთის, კოსოვოს, რუსეთის, სერბეთის, უკრაინის პროფკავშირული მოძრაობების ლიდერები. შეხვედრას ესწრება საერთაშორისო პროფკავშირების ხელმძღვანელი, იაპ ვიენენიც. ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელი პირები თუ პერკის ახალგაზრდული და ქალთა კომიტეტის წარმომადგენლები.
აღმასრულებელ საბჭოს თავმჯდომარე ევროპის პროფკავშრების კონფედერაციისა და პან-ევროპული რეგიონული საბჭოს ახლადარჩეული გენერალური მდივანი, ლუკა ვისენტინია.
შეხვედრების ფარგლებში ჩატარდება ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაც, რომელსაც ევროკავშირის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი წაუძღვება.