მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველო – „ექსპერიმენტი: დავიწყებული რევოლუცია“.

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

სამი წელი, ისიც არასრული. 1918-1921 წლები. საქართველოს პირველი დამოკრატიული რესპუბლიკის სიცოცხლის დღეები დათვლილი გამოდგა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი არსი, მისი კვალი და გამოცდილება დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ატყობინებდა ყველას, რომ „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ეს სამი წელი, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დააწესა, მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, გადაწყვიტა, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება „აქვთ ორივე სქესის მოქალაქეთ“, დამფუძნებელ კრებაშიც პირველი კანონმდებელი ქალები გამოჩნდნენ და ა.შ. ეს ყოველივე ფასდაუდებელი გამოდგა საქართველოს ისტორიისათვის, რომელიც საინტერესო და ყურადსაღებია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელი მკვლევრებისთვისაც. მათ შორის აღმოჩნდა ამერიკელი პროფკავშირელი და მწერალი ერიკ ლი, რომელმაც დაწერა წიგნი სახელწოდებით „ექსპერიმენტი“. წიგნი დიდ ბრიტანეთში გამოიცა და მისი პრეზენტაცია საქართველოშიც გაიმართა.- წერს რადიო თავისუფლება.

ერიკ ლი წიგნზე 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. უკვე დასრულებული დოკუმენტური ნაშრომი 62 წლის მწერალმა საკუთარი საქართველოს პროფკავშირების მე-13 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მეორე სესიის გახსნის წინ, დამსწრე დელეგატებსა და სტუმრებს წარუდგინა „ექსპერიმენტი: დავიწყებული რევოლუცია“ აერთიანებს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფრაგმენტის ყველა აქტუალურ დოკუმენტსა და მასალას.

მეცნიერი და მკვლევარი ერიკ ლი:  „ის, რაც მოხდა საქართველოში 1918-21 წლებში, არასდროს მომხდარა მსოფლიოში. ეს შემთხვევა იყო უნიკალური. მე სოციალ-დემოკრატი ვარ. ის ქართველი ლიდერებიც სოციალ-დემოკრატები იყვნენ და ისინი ნერგავდნენ და ატარებდნენ იმ იდეებს, რომლებისაც მე მჯერა. ისინი რუსეთში მყოფი კომუნისტებისგან სრულიად განსხვავდებოდნენ და ეს ძალიან საინტერესო ამბავს ქმნიდა. წიგნი 30 წლის განმავლობაში იწერებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიკვლევდი და ვაგროვებდი მასალას წიგნისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში. საქართველოში პირველად შვიდი წლის წინ, როგორც ტურისტი, ისე ჩამოვედი. მაშინ ბევრი რამ შევიტყვე საქართველოს შესახებ და, საბოლოოდ, გადავწყვიტე წიგნის დასრულება.

წიგნი 2018 წლის მაისში მრავალრიცხოვანი ტირაჟით გამოვა, გამოსვლა დაემთხვევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წელი შეუსრულდების თარიღს. მე საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მისმა მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან ეს რესპუბლიკა და ეს პოლიტიკური პარტია 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების შემდეგ სრულიად განსხვავებულ კურსს დაადგა ვიდრე ეს მოხდა მის მეზობელ რუსეთში. ქვეყანაში გაიშალა დემოკრატიული მშენებლობა, აირჩა მრავალპარტიული დამფუძნებელი კრება, დაფუძნდა დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანება, ყველა უმცირესობამ მიიღო თანასწორი უფლებები, ჩატარდა აგრარული რეფორმა, განვითარდა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, მიღებულ იქნა დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი რესპუბლიკისთვის სანიმუშო კონსტიტუცია.

მართალია შემდეგ იყო 70 წლიანი საბჭოთა პერიოდი, მაგრამ დღეს საქართველო კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ის გამოცდილება, რაც დაგროვდა დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წლები) პერიოდში ძალიან აქტუალურია. განსაკუთრებით კი პროფკავშირული მოძრაობის დამოუკიდებლობის და თვითმმართველობის დაცვის თვალსაზრისით.” განაცხადა ავტორმა.

ერიკ ლიმ პრეზენტაციაზე მრავალ შეკითხვას გასცა პასუხი. იგი შეეხო 1920 წლის სექტემბერსი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ევროპელი სოციალ-დემოკრატებისა და ლეიბორისტების დელეგაციის ვიზიტს, აღნიშნა რომ მისთვის ასევე საინტერესოა იმ ეპოქის საქართველოს სხვა სოციალისტური პარტიების ღვაწლის გაცნობაც, რომ სოციალური სამართლიანობა უნივერსალურია და იგი ყველგან და ყოველთვის უნდა დავიცვათ. მან ასევე აღნიშნა რომ წიგნზე მუშაობისას იგი სარგებლობდა ბრიტანეთში არსებულ მასალებით და დიდი დაინტერესება გამოთქვა გაეცნოს იმ ეპოქის ქართულ და სხვა ენოვან საარქივო მასალებს.

ერიკ ლი განსაკუთრებით მიულოცა ქართველო პროფკავშირელებს წინა დღით მიღწეული წარმატება, როდესაც მათმა საერთო ძალისხმევამ საქართველოს პროფკავშირებს თავისუფლება შეუნარჩუნა. მან გულთბილად მიულოც ირაკლი პეტრიაშვილს არჩევნებში გამარჯვება და უსურვა წინსვლა და წარმატებები პროფკავშირულ მოღვაწეობაში.

პრეზენტაციის დასასრულს მოხდა წიგნების ურთიერთ გაცვლა და იმედი გამოითქვა, რომ ბრიტანელი მეცნიერი და მკვლევარი კიდევ უფრო ხშირად ესტუმრება საქართველოს, რათა ითანამშრომლოს ქართველ მკვლევარებთან და მეცნიერებთან. დამსწრე საზოგადოებამ პატივცემულ ერიკ ლის ოვაცია მოუწყო.

საქართველოსა და მის ისტორიაზე შეყვარებული მეცნიერის წიგნი გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა.