მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს მთავრობისა და პროფკავშირების დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს მთავრობისა და პროფკავშირების  დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ს შრომის მინისტრის მოადგილე  და ამერიკის პროფკავშირების AFL-CIO-ს შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელები არიან. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვედრებს საქართველოს მთავრობის  წევრებთან და სოციალურ პარტნიორებთან მართავენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოში,  პროფკავშირებთან ერთად ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში პროფკავშირების გაძლიერებას, მისი როლის ამაღლებას და შრომითი უფლებების იმპლემენტაციას სამუშაო ადგილებზე. პროექტის მიხედვით აქცენტი გაკეთდება საქართველოში შრომის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირებასა და დასაქმებულთა იურიუდიული მომსახურების გაუმჯობესებაზე, შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციაზე.

ამერიკის დელეგაცია შეეცდება დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება, შრომის სახელმწიფო ინსპექციის აუცილებლობაში.

დელეგაციის წევრები დღეს საქართველოს პროფკავშირების ლიდერებს, დარგობრივი ორგანიზაციების, პროფკავშირების ქალთა კომიტეტის და ახალგაზრდული ორგანიზაციის  “Youth GTUC” -ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. დეტალურად განიხილეს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და შრომით სფეროებში არსებული ვითარება და საქართველოს შრომის კანონმდებლობა. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ასახვა დასაქმებულთა მდგომარეობაზე, კანონმდებლობის ხარვეზები, ეროვნული ვალუტის ცვალებადობით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობა.

დღეს 2 მარტს საქართველოს პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში შეხვედრები 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდა.

აშშ-ს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია „მშრომელთა ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ შედეგება უშუალოდ სამუშაო ატმოსფეროში, მშრომელთა გარემოში, კერძოდ თბილისის მეტროპოლიტენში, 4 მარტს 16 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, წყალსადენის 55ა, გლდანის დეპო. (გლდანის ხიდებთან).

დელეგაციის წევრები:

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე – მარკ მითელჰაუზერი

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი – სტივ მარლერი

აშშ-ს შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის დირექტორი – შონა ბადერ-ბლაუ

აშშ-ს შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის რეგიონული დირექტორი (ევროპა და ცენტრალური აზია) – რუდი პორტრერი.

ამერიკელ სტუმრებთან პირველი შეხვედრის ამსახველი ფოტოკოლაჟი იხილეთ ჩვენს “ფეისბუქის” გვერდზე თანდართული ბმულის მეშვეობით: https://www.facebook.com/media/set/?set=a.10152863164188073.1073742075.244280163072&type=1

 

amerik