მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის მიმართვა საქართველოს პარლამენტს

საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს – პოზიციასა და ოპოზიციას

საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ დარგებში დასაქმებულ პროფესიული კავშირის წევრების შრომის სფეროსთან დაკავშირებულ ინტერესებს. დასაქმებულთა მიმართ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ ელემენტებით გაჯერებულ შრომის კოდექსის ამოქმედებამდე და შემდგომ პერიოდში მისი შეცვლის მოთხოვნით არაერთი სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია იქნა განხორციელებული. რაც წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში მიუღწეველი იყო და ბუნებრივია, რომ ახალი მთავრობის ინიციატივამ შრომის კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ. იმედი დაგვისახა, რომ მოვიდა ახალი მთავრობა, ხალხის კეთილდღეობისათვის მზრუნველნი, თავის წინა საარჩევნო პროგრამით.

დარგის პროფკავშირის ფართო აქტივთან ერთად განხილული იქნა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების და დამატებების თავდაპირველი პროექტი. პროექტი ძირითადად მოწონებული იქნა და ასევე დამატებით მოვითხოვეთ რამოდენიმე მუხლის შეცვლაც, რაც წერილობით ეცნობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს.

ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თვეების განმავლობაში საჯროდ, გამჭირვალედ, მიმდინარე შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესატანი თითოეული მუხლის და წინადადებების განხილვა, იმედს გვისახავდა რომ პროექტი დახვეწის შემდეგ ძირითადად მიღებული იქნებოდა მეტნაკლებად დასაქმებულთათვის დაბალანსებული და იმის გათვალისწინებაც რომ იუსტიციის მინისტრმა საჯაროდ განაცხადა შემდგომში შრომის კოდექსის სრულყოფილი განახლება, თუმც კი კანნონპროექტის მეორე მოსმენის შემდეგ მისმა დამტკიცებამ, შრომით ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი მუხლების გარეშე, ეჭვი გაგვიჩინა რომ ახალი მთავრობაც და პარლამენტიც , ოპოზიციაც და პოზიციაც ძირითადად დამსაქმებლების ინტერესების დამცველნი არიან. მაშინ როდესაც დამსაქმებელთა გარკვეულ ნაწილს, სოციალური პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნიათ და დასაქმებულთა ნაწილს, უწევს შიშსა და დამამცირებელ პირობებში მუშაობა. რომლის არაერთი მაგალითია პროფესიულ კავშირში შემავალ სხვადასხვა დარგობლივ ინსტიტუტებში. განსაკუთრებით კი სამკერვალო საწარმოებში, სადაც თურქი ინვესტორები მკერავ ქალების მიმართ ფიზიკურ შეურაცხოფასაც კი არ ერიდებიან და ექცევიან როგორც მონათმფლობელები მონებს.

ქალბატონებო და ბატონებო, ხალხის კეთილდღეობისათვის არჩეულო პარლამენტარებო, გთხოვთ ხელი შეუწყოთ ქვეყანაში სოციალურ სიმშვიდის დამკვიდრებას. Aარა მარტო დაბალანსებული შრომის კოდექსის მიღებით, არამედ მის სამართლიან განხორციელებას, შრომის ღირსეულ ანაზღაურებასა და საარჩევნო დანაპირების შესრულებას.

პატივისცემით
დარგის პროფესიული კავშირის გამგეობის სახელით
თავმჯდომარე
გელა ძაბილაშვილი