მიმდინარეობს საიტის განახლება

საჯარო მოხელეთა პროფკავშირის პოზიცია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონზე პარლამენტის ინიციატივასთან დაკავშირებით

საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებკანონის 134.4  მუხლი მიმდინარე წლის 5 თებერვალს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელეს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ,  მოვალეობის შემსრულებლის სტატუსს ანიჭებდა დაამით ფაქტობრივად მათ სამსახურიდან დათხოვნას ლეგიტიმურს ხდიდა. საჯარო მოხელეთა პროფკავშირმა აღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართა.პროფკავშირმა სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება ევროკავშირთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არსამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველის ოფისთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოთხოვნით საკონსტიტუციო სასასამრთლოს ასევე მიმართა სახალხო დამცველმა.

საჯარო მოხელეთა პროფკავშირს მიაჩნია, რომ პროფკავშირის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობამ და კრიტიკულმა მოსაზრებებმა 1344 მუხლთან დაკავშირებით  უპრეცედენტო შედეგი გამოიღო და მიმდინარე წლის 13 მაისს  პარლამენტში დაიწყო  პარლამენტართა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში 5 თებერვალს შეტანილი ნორმის, გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროექტის განხილვა დაჩქარებული წესითაა დაგეგმილი. საჯარო მოხელეთა პროფკავშირი მიესალმება პარლამენტართა  ზემოაღნიშნულ ინიციატივას და   მოვუწოდებთ პარლამენტს აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, რათა მისი ამოქმედება თვითმმართველობის არჩევნებამდე მოესწროს. პროფკავშირი  აქტიურად მიადევნებს თვალყურს კანონპროექტის განხილვის  პროცესს და იმედია მისი კანონად ქცევის შემდეგ გვექნება საფუძველი გამოვიტანოთ  სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან.

პროფკავშირი ასევე იმედოვნებს რომ ნებისმიერი სახის ატესტაცია რომელსაც შესაძლოა დაექვემდებარონ საჯარო მოხელეები სამართლიანად,გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარდება.ამ მიზნით საჯარო მოხელეთა პროფკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს,  მონაწილეობა მიიღოს საატესტატაციო კომისების მუშაობასა და აღნიშნული  პროცესის მონიტორინგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. sajaro