მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს რკინიგზაში გაფიცვა დაიწყო!

“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებმა დღეს, 10.00 სათიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაფიცვა დაიწყეს. რკინიგზის თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება.

“საქართველოს რკინიგზის” ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, ისინი პრობლემების მოსაგვარებლად გაფიცვის დაწყებამდე ყოველდღიურ შეხვედრებს მართავდნენ რკინიგზის დეპარტამენტთან, თუმცა უშედეგოდ.

“რკინიგზის დეპარტამენტთან რამდენიმე ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ დაიწყება ეტაპობრივი გაფიცვა. 10 საათზე გაფიცვა დაიწყო სალოკომოტივო დეპოში, ასევე გაფიცვა დაიწყო თბილისის გარდა ხაშურში, სამტრედიასა და ბათუმში”, – აცხადებს ვიტალი გიორაგაძემ.

როგორც რკინიგზელები ამბობენ, რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა ისინი არ შეუერთდნენ გაფიცვას. ვიტალი გიორაგაძის თქმით, ადმინისტრაციამ არ იცის როგორ უნდა ელაპარაკოს რკინიგზის თანამშრომლებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რკინიგზის ხაშურის, ქუთაისისა და სამტრედიის მონაკვეთებზე.

პროფკავშირი მედიის წამრომადგენლებს მოუწოდებს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ამ სამ ქალაქში არსებული მდგომარეობით, რადგან როგორც იცით რეგიონებში არსებული ვითარება ხშირ შემთხვევაში არასასურველად შუქდება და ეს რკინიგზის ამდმინისტრაციას ზეწოლის საშუალებას აძლევს. გაფიცვის შედეგად ამჟამად უკევ გაჩერებულია რკინიგზის დაქვემდებარებული ობიექტების უმეტესი ნაწილი. გაფიცულები აცხადებ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას არ შეწყვეტენ.

“შეთანხმება რაზეც შედგა პირველი გაფიცვის შემდეგ, 1 წლის წინ, ის შეთანხმება არის სრულად დარღვეული. იმის მაგივრად, რომ რკინიგზელების ხელფასები გაზრდილიყო ახალი სახელფასო სისტემით, სისტემა ითვალისწინებს 2015 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ატესტაციის შედეგად რკინიგზელების ხელფასების კლებას. ჩვენი მოთხოვნა იყო, გარანტია მიგვეღო იმაზე, რომ კლება არ განხორციელდებოდა ხელფასების. მეორე მოთხოვნა იყო მე-13 ხელფასი, იმიტომ, რომ რკინიგზა ოფიციალური მონაცემებით, არნახულ მოგებაზეა გათვლილი, როგორც ბატონი დაჩი ცაგურია ავრცელებს, შესაბამისად, რკინიგზელებს გაუჩნდათ მოთხოვნა მე-13 ხელფასთან დაკავშირებით საახალწლოდ. მესამე მოთხოვნაა, მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში შევიდა ცვლილება, ზეგანაკვეთური ტარიფი ანაზღაურებულ იქნას, დღემდე რკინიგზა არ ანაზღაურებს ზედმეტ საათებს”, – აღნიშნავს ახალი პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და საქართველოს პროფკავშირების ყველა დარგის წამომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ რკინიგზელებს და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დროულად გაითვალისწინონ გაფიცულების სამართლიანი მოთხოვნები.

სოლიდარობა გაფიცულ რკინიგზელებს!gaficva