საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროფკავშირული ორგანიზაცია დაფუძნდა
21 / 04 / 2015
შეკრებილებს პროფესიული კავშირის მიზნებსა და ამოცანებზე, პროფესიულ კავშირებში მიმდინარე პროცესებზე, პროფკავშირის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებზე ინფორმაცია ნუგზარ ჭინჭარაულმა მიაწოდა.
კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნების თაობაზე. გაიმართა არჩევნები. სამინისტროს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია გიორგი ვეკუა, მოადგილედ ეკა ჯაფარიძე. არჩეულ იქნა პროფკავშირის კომიტეტის და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობა. საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია ბათუ გურჯიძე .