მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფკავშირების პოზიცია ITUC–ის კონგრესის სესიაზე

პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) კონგრესზე, 20 მაისს გაიხსნა სესია არაფორმალური ეკონომიკის პრობლემატური თავისებურებების შესახებ. სესიაზე ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – გოჩა ალექსანდრია იყო.

მშრომელი ყველა სფეროში მშრომელია და ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე და 98-ე ფუძემდებლური კონვენციები თითოეულ მშრომელს აძლევს უფლებას შექმნას პროფკავშირი, ან გაერთიანდეს უკვე არსებულ პროფკავშირში და მოითხოვოს მონაწილეობა მიიღოს კოლექტიურ მოლაპარაკებებში დამსაქმებელთან,მისი შრომითი პირობების შესახებ.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს: ბაზრობებზე, ტრანსპორტის სფეროში, მშენებლობებზე დ.ა.. ზუსტად იგივე უფლებები უნდაჰქონდეთ ეროვნული კანონმდებლობებით, როგორც დაქირავებით დასაქმებულებს. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სოციალური დაცვის ყველა მექანიზმზე. მათი შრომის პირობები ისევე უსაფრთხო უნდა იყოს და სახელმწიფო იგივე გარანტიებს უნდა უქმნიდეს, როგორც ნებისმიერ მშრომელს, რომელს აცაქვს შრომითი კონტრაქტი და სარგებლობს სახელმწიფო სიკეთეებით.

ამას გარდა, სპეციალურ საკონფერენციო დარბაზში, 13:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების პროფესიული კავშირების კონფედერაციის (AFL-CIO) თავმჯდომარის – რიჩარდ ტრუმკას მოდერატორობით გაიმართა სესია თემაზე: ეკონომიკური სისტემა, რომელიც სასარგებლოა მშრომელებისათვის და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.

სესიაზე საქართველოს პოზიცია პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ – გოჩა ალექსანდრიამ დააფიქსირა.

ამონარიდი გოჩა ალექსანდრიას გამოსვლიდან: “მსოფლიოში უთანასწორობა დღითიდღე ღრმავდება. მსოფლიოს მდიდართა 1 პროცენტი ფლობს და აკონტროლებს სამყაროს სიმდიდრის 50%-ზე მეტს. უმუშევრობა იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ტრანსნაციონალური კომპანიები ეროვნულ ხელისუფლებებს თავს ახვევენ ნეოლიბერალურ პოლიტიკას და ეფექტურად აშანტაჟებენ მთავრობებს რათა მათ მშრომელებისათვის სასარგებლო სოციალური დაცვის პოლიტიკა არ გაატარონ. კორპორაციები ხელს უშლიან შრომის კანონმდებლობის ცვლილებას მშრომელთა უფლებების საერთაშორისო სტანდრტებთა ნშესაბამისობაში მოსაყვანად და ცხოვრებაში ეფექტურად გასატარებლად. ასვე ეწინააღმდეგებიან შრომის ბაზრის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შექმნას.

“პროფკავშირებმა ხელი უნდა შეუწყონ მშრომელთა ეკონომიკურ განათლებას ბაზისურ საკითხებში, რათა მათ უკეთესად დაიცვან საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესები, კარგად გაერკვნენ კორპორაციების მიერ დაფინანსებულ PR კამპანიებში, რომელთა გამოყენებითაც ცდილობენ საზოგადოებებს თავს მოახვიონ  თავისუფალი ბაზარი, შეცდომაში შეიყვანიონ საზოგადოება“.

ეკონომიკამ უბრალოდ სამუშაო ადგილები კი არ უნდა შექმნას, არამედ უნდა შექმნას ღირსეული სამუშაო ადგილები, უსაფრთხო შრომის პირობებით, სამართლიანი ანაზღაურებით. პროფკავშირები მოვითხოვთ რეალურ ხელფასებს და არა იაფ საბანკო სესხებს. უნდა შეწყდეს მშრომელების ვალებში ჩაფლობისა და გაღარიბებული საზოგადოების მანიპულირების პოლიტიკა მსოფლიოში! ეკონომიკამ უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანი საკმარისი შემოსავლით, საზოგადოებრივი სიკეთეებისათვის ხელმისაწვდომობით (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა…) ხელი შეუწყოს თანასწორობას და სამართლიანობას.

სესიის მუშაობაში მონაწილეობას ასევე ღებულობდნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე და სს “RMG Copper“-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე ცირა მენთეშაშვილი.gocha