მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფკავშირებს სასწავლო ცენტრის შექმნა სურს

საქართველოში სტუმრად მყოფი მოლდოვის ეროვნული პროფკავშირების სასწავლო ცენტრის დირექტორი, ვსევოლოდ ბარბენიაგრე, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილსა და პროფკავშირების დარგების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრის დროს მოლდოველმა სტუმარმა ქართველ კოლეგებს პროფკავშირული სასწავლო ცენტრის მუშაობის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და დეტალურად განმარტა ამ ტიპის სასწავლებლის ფუნქციონირების არსი და რაობა. ბატონმა ვსევოლოდ ბარბენიაგრემ საქართველოს პროფკავშირებს ასევე დახმარება აღუთქვა საქართველოში სასწავლო ცენტრის შექმნის საქმეში.

საქართველოს პროფკავშირების წევრებს აქვთ სურვილი, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბდეს პროფკავშირული სასწავლო ცენტრი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პროფკავშირული მოძრაობის მომავალი ლიდერების სამჭედლო შეიძლება გახდეს. ამ საქმეში კი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 1