საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რიგაში სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად 54 ადამიანის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ლატვიელი ხალხისადმი თანადგომის გამოსახატად პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები: თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე, ახალგაზრდული ფრთის, საორგანიზაციო სამსახურის და პროფკავშირების ქალთა ორგანიზციის წარმომადგენლები დღეს ლატვიის საელჩოში მივიდნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერბი გააკეთეს.
როგორც იცით, ლატვია ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ევროპული სახელმწიფოა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და ლატვიელი ხალხი ქართველებისადმი ყოველთვის გამორჩეულად სოლიდარულები იყვნენ ჯერ კიდვე საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული.