სერბეთის პროფკავშირებს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ბელგრადში, დამოუკიდებელი პროფკავშირების მე 15 კონგრესს საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია ესწრებოდა.
28 მაისს, სერბეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის კონგრესის მუშაობაში სერბეთის პროფკავშირების მეგობარი 24 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის იყო საქართველოს პროფკავშირებსი გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი.
კონგრესს ესრებოდა და სიტყვით გამოვიდა სერბეთის პრემიერ მინისტრი ალექსანდრ ვუვიჩი, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებაში პროფკავშირების როლზე ისაუბრა. მის გამოსვლას დელეგატები სხვადასხვა ლოზუნგებით და ტრანსფარანტებით შეხვდნენ, სადაც კონკრეტული მოთხვნები იყო წარმოდგენილი.
მე 15 კონგრესზე თვმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატი, რომელთაგანაც ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა კონფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუბისავ ორბოვიჩმა და იგი მეორე ვადით აირციეს სერბეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტად.