მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რკინიგზაში არსებულ სახელფასო პოლიტიკას აპროტესტებს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამავდროულად კიდევ უფრო შეშფოთებულია იმით, თუ რა სახის სახელფასო სისტემის დანერგვას აპირებს რკინიგზის ადმინისტრაცია.

საუბარია  ახალ სახელფასო სისტემზე, რომელიც პროფკავშირების აზრით წარმოადგენს ძალიან სახიფათო მოდელს, რომელიც ეფუძნება ხელფასების  დემპინგს (WAGE DUMPING) კომპანიის შიგნით, რაც გულისხმობს ერთიდაიგივე თანამდებობაზე/პოზიციაზე, ერთიდაიგივე სახის და მოცულობის სამუშაოს შემსრულებელი ადამიანებისათვის სხვადასხვა ხელფასის მიცემას. ამ სქემით გარანტირებული არ იქნება არსებული მინიმალური სახელფასო განაკვეთები პოზიციების მიხედვით და ხელფასების მატების შესაძლებლობასთან ერთად, ეს სქემა ითვალისწინებს არსებული ხელფასების სერიოზულ შემცირებასაც. რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეს სახელფასო სქემა ერთი მხრივ გამოიწვევს დისკრიმინაციას ამჟამად მოქმედ რკინიგზელებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ის ხელფასების დემპინგს განახორციელებს ახლადმიღებული თანამშრომლისათვის არსებულ მინიმალურ სახელფასო განაკვეთებთან შედარებით ნაკლები (შესაძლოა, გაცილებით ნაკლები) ხელფასის დანიშვნით იმავე პოზიციაზე და იმავე მოცულობის სამუშაოს შესრულების პირობით.

ასევე უნდა ითქვას, რომ ეს წარმოადგენს მცდელობას, რომ ხელფასების დემპინგი იქნას შემოტანილი სახელმწიფო კომპანიებში და თუკი ასეთი სქემა დაინერგება რკინიგზაში, არაა გამორიცხული რომ ის როგორ ვირუსი გავრცელდეს სხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ საწარმოებსა და კერძო კომპანიებშიც. აშკარაა, რომ ეს წარმოადგენს დიდ საფრთხეს საქართველოს შრომის ბაზრისათვის და მომავალში ის აუცილებლად გამოიწვევს სპონტანურ დაპირისპირებებს, საწარმოო კონფლიქტებს და შემოიტანს სერიოზულ დესტბილიზაციას ქვეყნის ეკონომიკაში.

მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას, სიღრმისეულად გაანალიზოს ამ კუთხით შექმნილი მდგომარეობა, განიხილოს პროფკავშირების წარმომადგენლებთან და  მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.xel