საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას დასაქმების კანონის შექმნისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობისთვის მხოლოდ თანხების გამოყოფა საერთო სურათს ვერ შეცვლის, რადგან თუ ქვეყნაში არ იქნება „დასაქმების შესახებ“ კანონი, პროფესიულ განათლებაზე და დასაქმებზე ზრუნვა ფუჭია.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს, რომ პროექტი შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან წინააღმდეგობის გამო გაჩერებულია. მისი თქმით, თუ არ იქნა აღნიშნული კანონი მიღებული,ცოტა რთულია ისაუბრო პროფესიულ განათლებაზე, მის პრიორიტეტულობაზე და ასე შემდეგ.
გარდა ამისა,როგორც ალექსანდრია აცხადებს, დასაქმების და გადამზადების მხარდასაჭერად ევროკავშირი საქართველოში დააახლოებით 27 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, რომელიც რამდნეიმე ტრანშად განხორციელდება. მისი თქმით, მომავალ წელს ამ გრანტიდან 4–5 მილიონის გამოყოფა იგეგმება. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი ამ კუთხით კიდევ 2.06 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
პროექტის განმახორციელებელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროა, მისი მიზანი კი სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა დაშრომის პირობების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაოსმაძიებელთა მოთხოვნად პროფესიებში მომზადება-გადამზადების ღონისძიებებისდაფინანსდება, მათი დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესების მიზნით.
შეიქმნება შრომით ბაზართან დაკავშირებული მთლიანი საინფორმაციო ბაზა და მოხდებაინფორმაციის შეფასება-ანალიზი და გავრცელება. შედეგად მთავრობა დასაქმებულთა შრომის პირობების საქართველოს კანონმდებლობასთანშესაბამისობაში მოყვანას და შრომითი ბაზრის ინფორმაციის სისტემატიზაციას გეგმავს.
ასევე, მონიტორინგის შედეგად დარღვევების აღკვეთას და რაოდენობის შემცირებას. 2014 წელს მთავრობას ბიუჯეტში ჩაწერილი ჰქონდა, რომ ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ. შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამისთვის კი 600 ათასი ლარი ჰქონდათ გათვალისწინებული.
პროგრამის ფარგლებში მთავრობა სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს, ასევე, დასაქმებულთა შრომის პირობების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას აპირებდა.
შრომის ბაზრის ფორმირების სფეროში კი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები წლევანდელი წლისთვის განსაზღვრული იყო შემდეგნაირად – ქვეყნის ადამიანური რესურსების რაციონალური გამოყენება, ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობა, უმუშევრობის თანამიმდევრული შემცირება და სამუშაო ძალის ხარისხობრივი სრულყოფა და ა.შ.
ამასთან, მთავრობა გეგმავდა დასაქმებულთა და უმუშევართა აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას, შრომის ბაზრის კვლევების ინსტიტუციონალიზაციასა და მონაცემთა ბაზის ფორმირება/განვითარებას. დამატებით, მთავრობა შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული სწავლების (მომზადება/გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება) მხარდაჭერას გეგმავდა მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.