მიმდინარე წლის 9 მარტს, ბრიუსელში გაიმართა პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს აღმასკომის მე-9 სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ, პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) ქალთა კომიტეტის მხრიდან – გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა.
აღმასკომის სხდომაზე განხილულ იქნა PERC –ის აღმასრულებელი საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ანგარიშები ჩატარებული მუშაობის შესახებ. სხდომას ესწრებოდა და გაფიცვის უფლებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 87-ე კონვენიის “ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ” მოხსენება გააკეთა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალურმა მდივანმა შარონ ბაროუმ.
სხდომაზე გაერთიანების თავჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოს პროფკავშირული მოძრაობა დგას. ამასთან აღნიშნა, როგორც მსოფლიო, ისე ევროპის პროფკავშირების ახალ გამოწვევებზე და სოლიდარული ქმედებების აუცილებლობაზე ისაუბრა. სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა საქმიანი შეხვედრები წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და PERC-ისა და ITUC -ის ხელმძღვანელებთან. შეხვედრები გრძელდება.