მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ITUC-ის გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის (DFL) კამპანია საქართველოში

DSC054549 აგვისტოს  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისში გაიმართა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) პროექტის გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის (Decisions for Life) საქართველოში ახლახანს დაწყებული კამპანიის  საკოორდინაციო საბჭოს წინასწარი შეხვედრა.

გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის (DFL) კამპანია ITUC-ს ძალიან წარმატებული პროექტია, რომლის მიზანია აამაღლოს ახალგაზრდა (35 წლამდე) ქალების ცნობიერება მათი შრომითი, და არა მარტო, უფლებების თაობაზე,  ასევე დანახოს მათ პროფკავშირებში გაერთიანების სარგებელი. ეს კამპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა და მისი მეორე ეტაპის ჩასატარებლად ერთერთ ქვეყნად საქართველო შეირჩა.

გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის კამპანია საქართველოში ივლისში დაიწყო. საქართველოში არსებული ახალგაზრდა და, საერთოდ, ქალთა წინაშე მდგარ მრავალ პრობლემასა და გამოწვევათა შორის განსაკუთრებული გამოყოფის  ღირსია დედობის დაცვის უფლება. სწორედ ეს პრიორიტეტული საკითხი გახდა  საქართველოში გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის კამპანიის მთავარი მისია.

ასე რომ, სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 183-ე დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების მიღწევა ესახებათ კამპანიის ლიდერებს საქართველოში ახალგაზრდა ქალთა უფლებების გაუმჯობესების გზად. სწორედ შსო-ს 183-ე კონვენციის რატიფიცირებისათვის კამპანიის წარმოება და ქალების ცნობიერების ამაღლება თავიანთ შრომით უფლებებსა და იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ამ შემთხვევაში გააკეთოს პროფკავშირმა, არის გზა ქალთა, მათ შორის, ახლაგაზრდა ქალთა შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად.