მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რიგით VIII საანგარიშო ყრილობა

15128869_1223725844351582_3618833344157807221_o 15129426_1223725824351584_8342544086091242717_o 15235842_1223725977684902_7106425951664487662_o 15157027_1223724217685078_9080545777027034972_o 15137577_1223728171018016_1779776217473632855_o

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რიგით VIII საანგარიშო ყრილობა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რიგით VIII საანგარიშო ყრილობა პატრიოტული მუხტით, საქართველოსა და პროფკავშირების ჰიმნების ფონზე გაიხსნა, სლოგანით ,,ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში“.

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სასტუმროდეპლაზასსაკონფერენციო დარბაზში, საანგარიშო ყრილობას 134 დელეგატი და 40-მდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. სპმთპის VIII საანგარიშო ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილეებმა, ბატონმა გოჩა ალექსანდრიამ და ქალბატონმა ეთერ მათურელმა. VIII საანგარიშო ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ აშშის შრომის საერთაშორისო ,,სოლიდარობის ცენტრისქართული პროექტების დირექტორი, სტანისლავ ჩეინუხი და პროგრამების ასისტენტი გურანდა ღოღობერიზე.

თითოეულ დელეგატს და მოწვეულ სტუმარს სპმთპსგან საჩუქრად სპეციალურად ამ დღისთვის შეკერილი ჩანთები და 2-წლიანი საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები გადაეცათ.

ყრილობა გახსნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა. სპმთპის სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, დიდუბეჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა თამარ ბარისაშვილმა ყრილობას წარუდგინა სამანდატო კომისიის ანგარიში და დაადასტურა სპმთპის VIII საანგარიშო ყრილობის უფლებამოსილება.

სპმთპის VIII საანგარიშო ყრილობას მიესალმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. მან სპმთპის უწოდა ,,ერთი საერთო მიზნისთვის შეკავშირებული, ორგანიზებული და მომართული გაერთიანებადა იმედი გამოთქვა, რომ პედაგოგთა გაერთიანებას გააჩნია კომპეტენცია და ბრძოლისუნარიანობა, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პრობლემების ღირსეულად გადაჭრისათვის. გოჩა ალექსანდრიამ გაიხსენა ის ურთულესი პერიოდი, რაც სპმთპმა და მთლიანად პროფკავშირულმა მოძრაობამ გამოიარა უკანასკნელ წლებში. ,,ჩვენც და ქვეყანაც მოვდივართ იმ ახლო წარსულიდან, რაც ყველას გვახსოვს. სანამ ამ ეტაპს მივაღწევდით იყო ბრძოლა და ძალიან დიდი პრობლემები. მადლობა, რომ დაძლიეთ სირთულეები. ჩვენ, თქვენთან ერთად გავწიეთ დიდი ძალისხმევა, რაც აღიარებულია და დაფასებული. ამას ადასტურებს სოციალური პარტნიორების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო წარმომადგენლების დღევანდელ ყრილობაზე დასწრება“.

ბატონმა გოჩამ ისაუბრა მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმების მავნე ტენდენციებზე, პედაგოგთა შეურაცხმყოფელ კამპანიაზე, რაც გამოწვეულია საგნობრივი გამოცდების ხარვეზებით და ნაკლოვანებებით – ,, დღემდე დიდი გამოწვევების წინაშე დგახართ. ჩვენ ყველას ერთად გვაღელვებს ის პრობლემა, რომელიც პედაგოგების გამოცდებს უკავშირდება. მიმდინარეობს საჯარო განხილვები, თითქოსდა მხოლოდ პედაგოგის ბრალი იყოს, ბარიერის გადალახვის სირთულეები. მხოლოდ პროფკავშირი უფრთხილდება პედაგოგის ავტორიტეტს და საუბრობს პედაგოგთა ხელისშემშლელ გარემოებებზე. რა კეთდება იმისათვის, რომ პედაგოგებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია? პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ფინანსური და სხვა შესაძლებლობა გააჩნიათ მასწავლებლებს? ხელმისაწვდომია მათთვის ის სიკეთე, რაც მათ კოლეგებს აქვთ უცხოეთში? მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული როლი სოლიდარობისა ქვეყნის მასშტაბით. თუ დასაქმებულთა ყველა სფერო ვერ მიაღწევს წარმატებას, მაშინ ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც განათლების სფეროზე, ასევე სხვა სფეროებზე, ექიმების, მეშახტეების, რკინიგზელების და სხვა დასაქმებულთა პრობლემებზე, ვინაიდან პედაგოგი ერთი ადამიანი არ არის, ის არის დიდი საზოგადოების წარმომადგენელი. ამიტომ, ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგთა სოლიდარობას და გადამწყვეტია მათი ხმა. დიდი იმედი გვაქვს, რომ განვითარდება ეს ურთიერთობები და გაძლიერდება სოლიდარობა“.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ განიხილა საბავშვო ბაგაბაღებში დასაქმებულთა პრობლემებიც. დეტალურად ისაუბრა პროფესიული კავშირების საქმიანობის თაობაზე სოციალურეკონომიკური მიმართულებებით, მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრაზე; საპენსიო რეფორმაზე; შრომის უსაფრთხოვების საკითხებზე; შრომის ინსპექციაზე და სხვა, ისეთ საკითხებზე, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება. ,,მიუხედავად იმისა, რომ განათლების სფეროში გაუმჯობესდა მდგომარეობა, მაინც პედაგოგთა ხელფასები დაბალია. ამას მიხედვა სჭირდებაიმედი გვაქვს რომ იქნება წარმატებები და ვიმუშავებთ აქტიურად. ეს ჩვენი ყველას საერთო დღის წესრიგია…. მიხარია, რომ თქვენს ორგნიზაციას დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების დონეზე. სხვა დარგის პროფკავშირებიც ნელნელა უერთდებიან ევროპულ პროფკავშირებს, რაც გვაახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთერთი იმპლემენტატორი ჩვენც ვართ. გავაძლიეროთ სოლიდარობა და ვიქნებით უფრო ძლიერი, რაც ჩვენს პარტნიორებს დაანახებს, რომ სოციალური დიალოგი არის მშვიდ გარემოში პრობლემების გაზიარებისა და გადაჭრის საშუალება, გასაღები საქართველოს მომავალი განვითარებისა, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით“.

სპმთპის ყრილობის დელეგატებმა კენჭისყრით დაამტკიცეს დღის წესრიგი, რომლის პირველი საკითხის თანახმად, ქალბატონმა მაია კობახიძემ 2 წლის (2014-16 წწ) ანგარიში დეტალურად წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. – „მიმაჩნია რომ დღეს მიღწეული წარმატებების შესახებ სტანდარტულ საუბარზე უფრო აქტუალურია პრობლემების გაანალიზება და საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბება. არაერთგზის გვითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ პროფკავშირის ძალა და ბრძოლისუნარიანობა, დამოკიდებულია წევრთა სამოქალაქო ცნობიერებასა და პიროვნულ თავისუფლებაზე. ჩვენი ორგანიზაცია შედის განვითარების ახალ ფაზაში. გვაქვს სერიოზული წარმატებები და წინსვლა დასაქმებულთა შრომითი, სოციალურეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის მიმართულებით. მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ახლა ჩვენთვის მთავარია ორგანიზაციამ შეიმუშაოს ოპტიმალური პოზიცია და სტრატეგია იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ, ხელი არ შევუშალოთ ხელისუფლებას დასახული მიზნების განხორციელებაში და მეორე მხრივ, ვიმუშაოთ ჩვენს წევრებთან პროფკავშირული ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებისათვის

საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასის ეტაპოვრივ ზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნა დავიწყეთ 2014 წლის თებერვლიდან, იმ გათვლებით, რომ იგი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. ჩვენ შევძელით ამ საკითხის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაც და ხელისუფლებისათვის ნათელი გახდა, რომ შექმნილ მძიმე სოციალურ პირობებში პედაგოგის დატოვება აღარ შეიძლებოდაჩვენი მოთხოვნა დღესაც აქტუალურია, ვინაიდან პედაგოგის საშუალო ხელფასი 600 ლარიაუნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დასახული ამოცანების შესასრულებლადმადლობა ვუთხრათ ხელისუფლებას რაც გაკეთდა და უნდა დავიწყოთ მუშაობა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად….ძლიერი საზოგადეობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ განათლებული მოქალაქების აღზრდით. მიგვაჩნია, რომ მეტი ინვესტირება უნდა ჩაიდოს პედაგოგთა მხარდასაჭერ პროგრამებში. მასწავლებლის დაფასებისა და პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის, აუცილებელია მასწავლებლები უზრუნველყოფილნი იყვნენ ღირესეული სამუშაო პირობებით, ამაღლდეს ნდობა მათდამიმთავარია ვიყოთ ერთგულები პროფკავშირული იდეებისადმი და გულწრფელები პროფკავშირის ღირებულებების მიმართ. ძლიერ პროფკავშირებს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები! ვიყოთ თამამები, ღიად ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე და პრინციპულად მოვითხოვოთ მათი გადაწყვეტა“- განაცხადა სპმთპის პრეზიდენტმა.

მაია კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას (დახლოებით ერთი საათის განვალობაში) ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის: ხელისუფლებასთან მიმდინარე თანამშრომლობის დადებით შედეგებზე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპმთპის შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპსა და მიმართულებებზე; დასაქმებულთა შრომით და სამართლებრივ უფლებებზე, მათ შორის შრომის კოდექსის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობაზე; ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებაზე; განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებაზეკონკრეტულად კი იმ ცვლილებებზე, რომელიც ეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას; დემოკრატიული მართვის პრინციპების შემდგომ განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში წევრთა ჩართულობაზე; მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე; დასაქმებულთა სოციალურეკონომიკურ უფლებებზე; საერთაშორისო ურთიერთობებსა და მხარდაჭერაზე.

მაია კობახიძემ აღნიშნა, ,,მისასალმებელია, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზაციის სტატუსიდან გადავინაცვლეთ ევროპის მოწინავე ორგანიზაციების რიგებში და ჩვენი წარმატებული გამოცდილების განზოგადება ხდება სხვადასხვა ღონისძიებებზე, სხვადასხვა ფორმებით“.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, 2014 წელი სპმთპმა გამოაცხადა სკოლამდელი დაწესებულებების წელიწადად. დაიწყო მუშაობა საბავშვო ბაგაბაღებში პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების აღდგენისათვის. უკანასკნელ 2 წელიწადში 731 საბავშვო ბაგაბაღში შეიქმნა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები. განვლილი 2 წლის მანძილზე სპმთპ აქტიურ მონაწილეობას იღებდა და აყენებდა ინიციატივებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების პროცესში. სპმთპის ინიციატივით ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებკანონპროექტს დაემატა მუხლი, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან პროფკავშირთან შეთანხმებით განსაზღვრონ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის სავალდებულო პირობები.

2 წლის ანგარიშის დასრულების შემდეგ, სპმთპის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ადგილი აქვს ცალკეული დამსაქმებლებისა და თანამდებობის პირების მხრიდან პროფკავშირულ მუშაობაში ჩარევის მცდელობას, რაც ძირითადა გამოწვეულია მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფასა და არ ცოდნაში. სპმთპის პრეზიდენტმა ყრილობის დელეგატებს წარუდგინა წევრთა სტატისტიკური მონაცემები და განაცხადა, რომ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღდგენილია 6 რაიონული ორგანიზაცია, ხოლო წვრთა რაოდენობა გაიზარდა 7865 –ით. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპის რაიონულ/საქალაქო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციების ლიდერებს თავდადებული შრომისათვის. სპმთპის პრეზიდენტმა აღნიშნა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წარმატებული საქმიანობა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში სასამართლოებში მიმდინარე 5 დასაქმებულის შრომითი დავის თაობაზე და უკვე დასრულებელი 13 დასაქმებულის სასამართლო პროცესების შედეგებზე, რომლის თანახმად, პედაგოგები აღდგნენ სამსახურში და მათი ინტერესები დაკმაყოფილდა, დაწესებულებებს დაეკისრათ გათავისუფლების პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება დასაქმებულთათვის, რამაც ჯამში შეადგინა 16 766 ლარი.

2 წლიანი ანგარიშის დასრულების შემდეგ გაიმართა დებატები. სიტყვით გამოვიდნენ: კერძო სკოლასადუნისდირექტორი მარიამ ცინცაძე, რომელმაც კერძო სკოლების გამოწვევებზე ისაუბრა;

სპმთპის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონი ლეილა გორგაძე, რომელმაც სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელპედაგოგთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მიმოიხილა;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის ქედის მუნიციპალიტეტის . დოლოგნის საჯარო სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარე ეთერ საფარიძე, რომელიც პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგებსა და პედაგოგთა გადამზადების საკითხებს შეეხო.

ყრილობის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ირმა გაბისონიამ მიმართა. მან სპმთპის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს მადლობა გადაუხადა სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელპედაგოგთა სატკივარისა და პრობლემების გულთან მიტანისათვის, ასევე იმისათვის, რომ ორგანიზაციამ 2015-16 წლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარების წლებად გამოაცხადა. მან აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია რაიონებისთვის სკოლამდელი დაწესებულებათა ტექნიკუირი და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა, დიალოგის წარმოება განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსთან აღმზრდელ პედაგოგებისა და ბავშვის აღზრდის სტანდარტების, პედაგოგებისათვის დამხმარე მეთოდოლოგიური ლიტერატირის შექმნის თემებისა და სხვა საკითხებთან მიმართბაში.

სპმთპის VIII საანგარიშო ყრილობამ კენჭისყრის შედეგად, სპმთპის 2-წლიანი საქმიანობა ერთხმად შეაფასა დადებითად.

მოწვეულ სტუმართა სიტყვით გამოსვლის შემდეგ სპმთპის საკონტროლოსარევიზიო კომისიის ანგარიში წარადგინა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა მიხეილ ჭყონიამ. მან დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპმთპის საკონტროლოსარევიზიო კომისიის მუშაობის პრინციპებისა და შედეგების შესახებ. საანგარიშო პერიოდში სპმთპის რაიონული/საქალაქო ორგნიზაციების საფინანსო საქმიანობისა და მდგომარეობის შესახებ.

სპმთპის წესდებაში, ყრილობისა და აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტებში, საარჩევნო და საკონტროლოსარევიზიო კომისიის დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის; აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილების დამტკიცების; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობაში სპმთპის პრეზიდენტისა და მისი მუდმივშემცვლელი პირის პირდაპირი წესით დელეგირების შესახებ სპმთპის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბაკურაძემ ისაუბრა.

ინფორმაცია სპმთპის გენდერული თანასწორობის კომიტეტის შემადგენლობის შესახებ, ყრილობის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს, სპმთპის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, მარი ალუღიშვილმა გააცნო და წარადგინაკომიტეტში შემავალი პირების სია. მარი ალუღიშვილი წევრია ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის, გენდერული თანასწორობის კომისიის და მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გენდერული თანასწორობის საქმიანობის თაობაზე.

სპმთპის პრეზიდენტმა VIII საანგარიშო ყრილობის უხუცეს დელეგატად დაასახელა ახმეტის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ლიზა ბასილაშვილი. ქალბატონ ლიზას ორგანიზაციის სახელით მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

სპმთპის პრეზიდენტმა ღვაწლმოსილი ლიდერები, რომელთაც თავმჯდომარეობის 30-წლიანი სტაჟი აქვთ VIII საანგარიშო ყრილობის სახელით მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

სპმთპის 2016 წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის გათვალისწინებით, სპმთპის პრეზიდენტმა VIII საანგარიშო ყრილობაზე, სპმთპის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა გაწევრიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის აღსანიშნავად მადლობის სიგელით ,,პროფკავშრულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვისდააჯილდოვა.

,,ეფექტური სოციალური პარტნიორობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაფასებისათვის“, ერთწლიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ,,მასწავლებელთა დაფასება, მათი სტატუსის ამაღლებისათვისსპეციალურად მომზადებული მადლობის სიგელები გადაეცათ სოციალური პარტნიორებსსაგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსებს, საჯარო/კერძო სკოლის დირექტორებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების უფროსებს.

საანგარიშო ყრილობის დასასრულს სპმთპის პრეზიდენტს, ქალბატონ მაია კობახიძეს, მე-8 საანგარიშო ყრილობის სახელით, უხუცესმა პროფკავშირელმა, ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ლიზა ბასილაშვილმა მადლობის სიგელი გადასცა

,,საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პიროვნული თავისუფლებისა სტიმულირებისა და პროფკავშირის ავტორიტეტის ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.