მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს მშენებლობის პროფკავშირი BWI–ს წევრი გახდა

“ სამუშაო ყველასათვის სამართლიანობა ყველასათვის” – ამ სლოგანით ჩატარდა გლობალური პროფკავშირების მშენებელთა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის ინტერნაციონალის (BWI) III მსოფლიო კონგრესი ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში 2013 წლის 4-5 დეკემბერს.  კონგრესს ეწრებოდა 815 დელეგატი მსოფლიოს 130 ქვეყნის 328  ორგანიზაციიდან.1

საქართველოდან კონგრესზე სტუმრის სტასტუსით მიწვეული იყო მარინა კურტანიძე – საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.

კონგრესი გაიხსნა კულტურული პერფორმანსით. Bჭი-ის ჰიმნი შეასრულა ჩოი დოდ უენმა.

კონგრესი სიტყვით გახსნა BWI -ის პრეზიდენტმა კლაუს ვაისშუგელმა. დელეგატებს მიესალმა მასპინძელი ქვეყნის მშრომელთა სოლიდარობის კომიტეტის თავმჯდომარე ჩელი ლოუსინგი.

სიტყვით გამოვიდნენ სტუმარი სპიკერები:

შარონ ბაროუ ITUC -ს გენერალური მდივანი;

გაი რაიდერი ILO–ს   გენერალური დირექტორი;

ალეტ ვან ლეური ILO– ს სექტორალური აქტივობების დირექტორი;

ტაილანდის მთავრობის წარმომადგენელი.

ძირითადი თემები რაც იხილებოდა კონგრესზე – იყო სამშენებლო სფეროში და ხის დამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები, დაისახა მოქმედების სამომავლო სტრატეგია, განისაზღვრა პრიორიტეტები და აქტივობების  გეგმა.

კონგრესზე ჩატარდა სხვადასხვა თემატური სემინარები: კოლექტიურ მოლაპარაკებებზე, მიგრაციაზე, შრომის უსაფრთხოებაზე, მულტინაციონალურ კომპანიებთან მუშაობაზე, ახალგაზრდებთან მუშაობაზე, ქალთა უფლებებსა და სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა შრომით რეგულაციებზე.

”საშუალება გვქონდა მოგვესმინა მსოფლის სხვადასხვა ქვეყნის მშენებელთა და მეტყევეთა ინფორმაციები მათ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე. გაგვეზიარებინა საინტერესო გამოცდილება დაგვესვა კითხვები  და დისკუსიაში მიგვეღო მონაწილეობა. კონგრესი იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული და პროფკავშირული სულისკვეთებით გაჯერებული.

კონგრესზე განიხილეს  და დააკმაყოფილეს საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განაცხადი გაწევრიანებაზე. ჩვენ  BWI–ის წევრები ვართ” – აცხადებს მარინა კურტანიძე.