მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის განცხადება

 გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაივალა 11 კი მძიმედ დაშავდა. სულ 2014 წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამაინი დაიღუპა, 66- მა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.

 

იმის დადგენას თუ რამ გამოიწვია მოულოდნელი ნგრევა აფაქიძის ქუჩაზე სპეციალური მოკვლევა სჭირდება. თუმცა ფაქტია სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოება ხშირ შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევებით  ხდება. ამგვარი ფაქტების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არასწორად წარმოებული სადემონტაჟო სამუშაოები ხდება ან თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, დემონტაჟის პერიოდისთვის  კი შეუსწავლელი კონსტრუქციული მდგრადობა.

საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აუცილებლად მიიჩნევს პრევენციული  კომპლექსური  ზომების მიღებას იმ საშიში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში და კერძოდ სამშენებლო სექტორში არსებობს.

მშენებელთა პროფესიული კავშირი და  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას შრომის ინსპექციის სრულყოფისკენ მოუწოდებს, რომელმაც სწორედ ამგვარი შემთხვევების პრევენციაზე უნდა იზრუნოს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შრომის უსაფრთხოებას, რათა  თვიდან ავიცილოთ   ლეტალური შედეგები  და უმძიმესი ტრამვები.

საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იზიარებს იმ ტკივილს, რასაც დაღუპული მშენებლების ოჯახები განიცდიან.

 

 

საქართველოს პროფკავშირეიბს გაერთიანება, საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი