მიმდინარეობს საიტის განახლება

საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” არასრულწლოვანთა შრომის გამოყენებაში დაადანაშაულეს

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფიფამ სანქციები დააკისრა. საქმე ეხება კატალონიელთა მიერ 18 წლამდე ასაკის მოთამაშეებთან განხორციელებულ ტრანსფერებსა და ფეხბურთელების არასწორად დარეგისტრირებას და მათი შრომის კანონდარღვევით გამოყენებას.

ფიფას სანქციის თანახმად, “ბარსელონას” მომდევნო ორ სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების შეძენა და გაყიდვა აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზეზით, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაც დააჯარიმა (500 000 შვეიცარიული ფრანკი).

ფიფას ოფიციალურ განცხადებაში წერია:

“ბარსელონამ” ათი არასრულწლოვანი ფეხბურთელის და კიდევ რამდენიმე სხვა მოთამაშის ტრანსფერთან დაკავშირებით, მე-19 მუხლის დებულება დაარღვია.

სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული დარღვევები სერიოზულად მიიჩნია და გადაწყვიტა, კლუბს სანქცია დააკისროს, რომლის თანახმადაც, ისინი ვერც შიდა (ესპანეთში) და ვერც საერთაშორისო დონეზე, მომდევნო 2 სატრანსფერო პერიოდში ტრანსფერების განხორციელებას ვერ შეძლებენ. ამასთან ერთად, კლუბი 450 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, კლუბს მიეცა 90-დღიანი ვადა, რათა დაარეგულიროს ვითარება ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით”.

გამოძიება ფიფას შესაბამისმა ორგანოებმა ჩაატარეს და საქმე ეხებოდა 2009-დან 2013 წლის ჩათვლით, ახალგაზრდულ გუნდებში დარეგისტრირებულ რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას. ევროპული კანონმდებლობით არასრულწლოვანთა შრომა აკრძალულია და კონკრეტულ შემთხვევებში მათი საქმიანობის უფლება მშობლის წერილობითი ნებართვით უნდა იყოს დადასტურებული. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა კი არასრულწლოვანთა დასაქმების შეზღუდვის პრინციპი არად ჩააგდეს და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.barsa