მიმდინარეობს საიტის განახლება

სასწრაფოს მძღოლები მერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან

პარასკევს, 13 სექტემბერს, 12 საათზე, სასწრაფო სამსახურის მძღოლები თბილისის მერიაში მერიის წარმომადგენელს, მამუკა ქაცარავას შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი, იმ მძღოლებთან მოლაპარაკება იქნება, რომლებიც სამსახურში ხელფასის კლებას აპროტესტებენ.

როგორც იცით, სასწრაფოს მძღოლები სამ სმენაში მუშაობდნენ და ზეგანაკვეთური შრომის ხარჯზე, მათი ანაზღაურება საშუალოდ 900 ლარია. თუმცა, მათი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამსახურს მეოთხე სმენა დაემატება და სამსახურში ახლადმიღებული მძღოლების ხელფასი, სასწრაფოში უკვე მომუშავე 240 მძღოლის ხელფასიდან გადაიფარა.

ახალი შრომის კოდექსის შესაბამისად, მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა სამსახურებშიც მოხდა მეოთხე სმენების დამატება, მაგრამ სხვაგან ეს დასაქმებულების ხელფასის კლებაზე არ ასახულა. სასწრაფოს მძღოლები კი რატომღაც გამოიყო ამ სამსახურებიდან და მაინცა და მაინც მათ ჩაგრავენ.

ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია იმედოვნებს, რომ მერიაში დაგეგმილი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება და ყველაფერი საბოლოოდ დასაქმებულთა სასიკეთოდ გადაწყდება.