მიმდინარეობს საიტის განახლება

სასტარტო ხელფასის პრობლემა

ახალგაზრდა სპეციალისტის ხელფასი მხოლოდ მის ცოდნასა და შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული. რა ფაქტორები მოქმედებს ხელფასის ოდენობაზე გერმანიაში? რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ სასწავლებლების კურსდამთავრებულებს? რომელი სპეციალობის სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხელფასი, როგორც დამწყებმა მუშაკებმა?

აქვს თუ არა მნიშვნელობა დამსაქმებლისათვის აკედემიურ ხარისხს, რომელიც მითითებულია დიპლომში? ამ კითხვებზე პასუხებს იძლევა ჰანს ბიოკლერის სახელობის ფონდი (Hans-Böckler-Stiftung), რომელიც თანამშრომლობს გერმანულ პროფკავშირებთან. თავისი ერთ-ერთი კვლევის – LohnSpiegel-ის მიმდინარეობის დროს, ფონდმა ანონიმურად გამოკითხა 4000-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ არაუმეტეს სამი წლისა.

ბაკალავრები და მაგისტრები

სასწავლებლის დამთავრებისა და დიპლომის მიღების შემდეგ, გერმანიაში ახალგაზრდა სპეციალისტებს შეუძლიათ ყოველთვიურად მიიღონ 3400 ევროს ოდენობის ხელფასი. ეს თანხა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი მითითებულია საშემოსავლო გადასახადის, სადაზღვევო და სოციალური შენატანების გამოქვითვის გარეშე. ჰანს ბიოკლერის სახელობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის რეზულტატები ცხადყოფს, რომ – როგორც ადრე, დამწყები სპეციალისტის სასტარტო ხელფასი ვარირებს კურსდამთავრებულის დიპლომთან მიმართებაში.

დიპლომი და სწავლის მიმართულება ქმნის სასტარტო ხელფასს

მეცნიერების კანდიდატის ხარისხი ძველებურად მაღალქვოტირებადია და ახალგაზრდა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ ხელფასი, თვეში 4200 ევროს ოდენობით. კარგი შანსები სოლიდურ, ყოველთვიურ შემოსავალზე აქვთ კურსდამთავრებულებს ახალი ტიპის მაგისტრის dიპლომით (Master) და სპეციალისტის დიპლომით (Diplom). მათი ხელფასი განისაზღვრება თვეში 3700 ევროს ოდენობით. მათ მოყვებიან ბაკალავრები (3300 ევრო). ამასთან უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები უმაღლესი სკოლების კურსდამთავრებულებთან შედარებით მეტს იღებენ (Fachhochschule), თუმცა სხვაობა არც ისე მნიშვნელოვანია. სასტარტო ხელფასის რეიტინგში, როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლო ადგილზე არიან მაგისტრის ძველი ტიპის დიპლომის მფლობელები (Magister). ისინი თვიური ხელფასის სახით იღებენ 2620 ევროს.

დაბალანაზღაურებადი პროფესიები

უდავოა, რომ ყველაზე მაღალი შემოსავალი გარანტირებული აქვთ შედარებით მოთხოვნად სპეციალისტებს: ელექტროინჟინრებს (დაახლოებით 4500 ევრო), ინჟინერ-ეკონომისტებს (4300 ევრო) და მანქანათმშენებელ ინჟინრებს (4000 ევრო). საკმაოდ კარგად ანაზღაურებადია IT- კონსალტინგი (3800 ევრო). დამწყები ეკონომისტების, იურისტების, ფსიქოლოგებისა და პროგრამისტების ხელფასი განთავსებულია ოქროს შუალედში – 3400-3700 ევრო/თვეში.

ახალგამომცხვარი სოციოლოგების, სოციალური პედაგოგების და არქიტექტორების ხელფასი შეადგენს 3000, 2700 და 2400 ევროს.
მთლიანობაში, შრომის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას საბანკო სფერო სთავაზობს. შედარებით ნაკლები კომფორტია ამ მხრივ მანქანათმშენებლობის სფეროში, ქიმიურ წარმოებასა და ნარჩენების გადამამუშავებელ სფეროში. ყველაზე ცუდ ანაზღაურებას ღებულობენ სამშენებლო სპეციალისტები, საგამომცემლო სფეროს მუშაკები. საინტერესოა ერთი ფაქტიც, გამოკითხულთა 58%-მა აღიარა, რომ მათ უწევთ ზე-სამუშაო საათებით მუშაობა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც რესპოდენტთა ნახევარზე მეტისთვის დახარჯული დროისა და ძალისხმევის კომპენსირება არანაირად არ ხდება.

კომპანიის სიდიდე და სხვა ფაქტორები

სახელფასო განსხვავები არსებობს გენდერული ნიშნითაც. მაგალითად, მდედრობითი სქესის კურსდამთავრებულები დაახლოებით 700 ევროთი ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე, მათი კოლეგები-მამაკაცები. რასაკვირველია, დამსაქმებლის გულუხვობა განისაზღვრება კომპანიის სიდიდიდან. საწარმოები, სადაც დასაქმებულია 100-მდე ადამიანი ახალბედების ხელფასს განსაზღვრავს 2900 ევროთი თვეში. თანამშრომელთა ხუთჯერ გაზრდის შემთხვევაში სასტარტო ხელფასი დაახლოებით 1000 ევროთი გაიზრდება.

გადამწყვეტ როლს ასრულებს გეოგრაფიაც. მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ აღმოსავლეთ ნაწილში ხელფასი საშუალოდ 19%-ით ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ ნაწილში. ამასთანავე, შტუტგარდის ფირმის – Almamater – ის კვლევამ, რომელიც სპეციალიზირებულია სასწავლებლების კურსდამთავრებულთა საკადრო კონსალტინგზე, იმედს იძლევა, რომ ეს მაჩვენებლები მომავალში თანასწორი იქნება.

კვლევის მონაცემების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით სასტარტო ხელფასები შედარებით გაზრდილია. მაგალითად, ქვედა საქსონია და შლეზვიგ-ჰოლშტეინი ანაზღაურების დონით უტოლდება ბავარიას და ბადენ-ვიურტემბერგს. ასე, რომ სხვაობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ნელ-ნელა მცირდება, მითუმეტეს, რომ ბრძოლა სასტარტო ხელფასების მომატების საკითხში აუცილებელი ხდება არაპოპულარული რეგიონებისთვის.

წყარო: http://www.dw.de

euro