მიმდინარეობს საიტის განახლება

სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფკავშირის სამი წევრი სამსახურში აღდგა

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროფკავშირის სასამართლო პროცესი შპს ,”ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ.

გასულ ზაფხულზე კომპანიის ადმინისტრაციამ დისციპლინის დარღვევის მიზეზით სამსახურიდან გაანთავისუფლა სამი დასაქმებული: ზაზა კობახიძე, ნუგზარ ვარდოსანიძე და ვეფხვია მაღლაკელიძე.

პროფკავშირის აზრით აღნიშნულ პირებს არ ჩაუდენიათ იმგვარი გადაცდომა, რომლის გამოც ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება იქნებოდა სასჯელის სწორი ფორმა. პროფკავშირის ხელმძღანელების მხრიდან არაერთხელ ეთხოვა ადმინისტრაციას, რომ თავი შეეკავებინათ ხისტი და მკაცრი სასჯელის გამოყენებისგან, თუმცა ადმინისტრაციამ პროფკავშირის არც ერთი თხოვნა არ გაითვალისწინა.

სასამართლო პროცესზე მეტალურგთა ინტერესებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის იურისტი ქეთევან იაკობიძე იცავდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები.

sasamartlo