მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი
2017 წლის 1 მაისი
„ისტორია დიდებული მასწავლებელია. ყველამ არ იცის, რომ მშრომელთა მოძრაობა კი არ ასუსტებს ერს, პირიქით, აძლიერებს მას. მილიონებისათვის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებით, შრომა ჯადოსნური გზით ქმნის ინდუსტრიას და მთელი ერი აჰყავს წარმოების წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე. მათ ვინც ებრძვიან შრომას, ავიწყდებათ ეს მარტივი სიმართლე, მაგრამ ისტორიას არ ავიწყდება ისინი..“კაცობრიობის ისტორიაში სოციალური თანასწორობისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლის, მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის ეს შეხედულება აქტუალურობას არ კარგავს თანამედროვე რელობაშიც – ბრძოლა შრომის და მშრომელთა წინააღმდეგ კვლავაც გრძელდება და ეს ბრძოლა წარმოებს გლობალური მასშტაბით!თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიის და შრომის უმაღლესი სტანდარტების მქონე სახელმწიფოებშიც კი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად დგას შრომითი პირობების გაუმჯობესების საკითხი, ისევე როგორც მოქმედი სტანდარტების შემდგომი დახვეწის აუცილებლობა გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევათა პრევენციის მიზნით. სამწუხაროდ, საქართველო ამგვარ ქვეყნებს არ მიეკუთვნება.
უდაოა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ წარმატებას და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, რის შედეგადაც 2017 წლის მარტიდან ქვეყნის მოსახლეობას მიეცა საშუალება ისარგებლოს მიმოსვლის უვიზო რეჟიმით ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მიმართულებით. მაგრამ, ამასთანავე, გარკვეული პოლიტიკური წინსვლის ფონზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში არ შეინიშნება არანაირი პროგრესი სოციალურ სფეროში და შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით – კვლავ დაუცველია მშრომელთა ელემენტარული უფლებები, მათი ფიზიკური ჯანმრთელობა და სიცოცხლე. არ არსებობს ეფექტური სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის არც უმუშევრობის შემწეობა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დროულად გაათვიცნობიეროს ის ფაქტი, რომ დასავლური ფასეულობების დამკვიდრება, საზოგადოებაში მათი პოპულარიზაცია და მათკენ სწრაფვა ვერ გახდება შესაძლებელი ამ ფასეულობათა მხოლოდ ეფემერული და დეკლარირებული ხასიათით.
სამწუხაროდ, რომ დღემდე, საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ხალხთან შეთანხმებით და ფართო საზოგადოებასთან დიალოგის გზით გაატარებდა. ახლაც, ჩვენ,ყველა,კვლავაც შორიდან ვადევნებთ თვალს სახელმწიფოს ფუძემდებლური დოკუმენტის – საქართველოს კონსტიტუციის კარდინალურ ცვლილებებს ერთი პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ისევე როგორც სხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფები, ოფიციალურად გაგზავნილი მოთხოვნების მიუხედავად, ვერ მოხვდა კონსტიტუციის რეფორმირების სახელმწიფო კომისიაში, რის შედეგადაც არ გაისმა მშრომელი მოსახლეობის ხმა და მუშაობა კვლავაც მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით წარიმართა. შესაბამისად, აღნიშნულმა კომისიამ უარი თქვა კონსტიტუციაში შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმებთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებაზე, მშრომელთა უფლებების მოძულეების მიერ წლების წინ მიღებული ე.წ. „თავისუფლების აქტის“ და კონსტიტუციის 94-ე მუხლის გადახედვის ან გაუქმების თაობაზეც, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
კრიტიკას ვერ უძლებს „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის“ მუშაობის წლიური ინტენსიურობა და გადაწყვეტილებთა მიღების პრაქტიკა. ხელისუფლება არ თვლის პრიორიტეტად აწარმოოს სოციალური მოლაპარაკება ან ხელი შეუწყოს დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს შორის დიალოგს, რომლის არსებობის პირობებში, შესაძლებელი გახდებოდა ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში, შრომით ურთიერთობებში წარმოქმნილ პრობლემათა აბსოლუტურ უმრავლესობათა სამართლიანად და გრძელვადიანად გადაწყვეტა.
2016 წელს, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 58, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით კატასტროფულ – 38%-ით ზრდას ნიშნავს.ამასთან, ჯანმრთლეობის მძიმე დაზიანება 84-მა ადამიანმა მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები სრულყოფილ სურათს არ იძლევა, რამდენადაც მრავალი ამგვარი ფაქტი არ ხმაურდება და საზოგადოებისგან დაფარული რჩება. ეს სავალალო სტატისტიკაიმარასახარბიელო გარემოების პირდაპირი შედეგია, რომ დღეისათვის არ არსებობს რეალური „შრომის სახელმწიფო ინსპექცია“.2015 წელს შექმნილი და ამჟამად შრომის ინსპექციად წოდებული ორგანო, წარმოადგენს არაეფექტურ და უფუნქციო ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს, რომელიც აბსოლუტურადაა აცდენილი„შრომის ინსპექციის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
დასაქმების ბაზარზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებათა შორის წარმოქმნილი უფსკრულის, მაღალი ინფლაციის,მშრომელი ოჯახების შემოსავლების დამაზიანებელი გადასახადების პერმანენტული და სპონტანური ზრდისგათვალისწინებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს გადაწყვეტილება „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების სისტემის“ რეფორმის და „მინიმალური ხელფასის“ღირსეულ დონემდე გაზრდის შესახებ. დღეისათვის, საქართველოში დასაქმებულთა მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს გამოცემული რეგულაციები, რომელთა საკანონმდებლო დონეზეგადახედვა ჩვენი ქვეყნისთვის სოციალურ და ეკონომიკურ აუცილებლობასწარმოადგენს.
მინიმალურ ხელფასის განსაზღვრასთან ერთად, საქართველოს პროფკავშირებმა მოამზადეს და საქართველოს მთავრობას კანონპროექტის სახით წარუდგინეს ინიციატივამოქმედი მანკიერი საპენსიო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, მშრომელთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული აღნიშნული ინიციატივაც უგულვებელყოფილი დარჩა ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან.
საქართველოს პროფესიული კავშირები მოითხოვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოების და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ შემდეგ მინიმალურ ცვლილებათაუსწრაფესადგატარებას საქართველოს შრომით კანონმდებლობაში:
- შრომისინსპექციასთანდაკავშირებული შსო-ს #81-ეკონვენციისრატიფიკაცია;
- მინიმალურიხელფასისგანაკვეთისგანსაზღვრა შსო-ს #131 კონვენციისშესაბამისად;
- სამმხრივიკონსულტაციებისშესახებ შსო-ს #144 კონვენციისრატიფიკაცია;
- ჯანმრთელობისადაუსაფრთხოებისშესახებ შსო-ს #176 კონვენციისრატიფიცირება;
- „დედობისდაცვისშესახებ“ შსო-ს 183-ეკონვენციისრატიფიცირება;
- „ოჯახური ვალდებულებების მქონე პირთა“ შესახებ შსო-ს #156 კონვენციისრატიფიცირება;
საქართველო აგრეთვე ვალდებულია აღიაროს და წარმატებით დაამკვიდროს ევროპის სოციალური ქარტიის ათეულობით მუხლი და ცალკეული ქვეპუნქტი, რომლებიც შეეხება სოციალური სამართლიანობის მრავალ სხვა ასპექტს, მათ შორის შრომისუუნარო პირთა სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, და ა.შ.
მოქმედ ხელისუფლებას, პოლიტიკურ ელიტასდა სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ავიწყდება, რომ არაფორმალური შრომა, გარე და მცირე ვაჭრობა არის საზოგადოების მნიშველოვანი ნაწილის არსებობის ერთადერთი გზასაქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას დაუშვებლად მიაჩნია თვითდასაქმებული ადამიანების გაფრთხილების და მათთვის ტოლფასი შემოსავლის უზრუნველმყოფი სამუშაო-სავაჭრო გარემოს შექმნის გარეშესაქმიანობის აკრძალვა
ქვეყანაში კვლავ გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომითი პირობების გაუმჯობესება – ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის უდიდესი დისბალანსი, რომელიც არსებობს ქალისა და მამაკაცის შრომითი ანაზღაურების საკითხში და ეს განსხვავება საშუალოდ 40%-ს აღემატება. ქალები არიან სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის ყველაზე ხშირი მსხვერპლნი. სამსახურში მიღების დროს, ქალის ოჯახური მდგომარეობა ან პოტენციური დედობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისი შრომითი დაქირავებისთვის.
უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული და მუდმივად მზარდი ზეწოლა პროფკავშირულ საქმიანობაზე და მის ინდივიდუალურ წევრებზეროგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ორგანიზაციებში, ასევეხელისუფლებასთან დაახლოებულ მსხვილ ბიზნეს-კომპანიებში. „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“, კაზრეთის საწარმოები, რუსთავის „აზოტი“ წარმოადგენს მშრომელთა უფლებების მასობრივი და პერმანენტული დარღვევის ტრადიციული ადგილების მხოლოდ მცირე ჩამანათვალს. ანალოგიურ სასათბურე პირობებშია სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ადმინისტრაცია და უშუალო მფლობელი, რომლის მიერ ჩადენილი შრომის და ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი დამტკიცებული და გასაჯაროებული ფაქტის მიუხედავად, მისი პიროვნებით დღემდე არ დაინტერესებულა არცერთი შესაბამისი სახელმწიფო უწყება.
ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და დარგობრივი მრეწველობის მოშლის ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალის პრიორიტეტები კვლავაც მიმართულია მხოლოდ საფინანსო-ფისკალური სექტორის გაძლიერებისკენ. მსხვილმა ბანკებმა სრულად დაიპყრეს ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო. მხოლოდ ბანკების გამდიდრებაზე მიმართულმა მონოპოლისტურმა პოლიტიკამ, არა მხოლოდ კიდევ უფრო გააღარიბა და დაუნგრია ცხოვრება მრავალ ადამიანს, არამედ ხელი შეუწყო ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის გამწვავებასაც.
ტრადიციული გულგრილი დამოკიდებულებაა შენარჩუნებული განათლების სისტემის მიმართ. სოციალური უსამართლობის პირობებში, კვლავ მწვავედ დგას განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების და განათლების ხელშეწყობის მიზნით, არ არსებობს სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, წარმართოს მაქსიმალური ძალისხმევა შრომის არსებული სტანდარტების და რეგულაციების შესრულების კონტროლის თვალსაზრისით, განახორციელოს შრომის საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება და უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემდა ადგილობრივ შრომით და სამომხმარებლო ბაზრებს, დასაქმებას და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის რეალურ გაჯანსაღებას.
იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!