მიმდინარეობს საიტის განახლება

საპენსიო სისტემის რეფორმის შუქ-ჩრდილები

ინტერვიუ მოამზადა: დავით არაბიძემ

საქართველოს საპენსიო სისტემა კრიზისშია და ამას ხედავს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებაც. საჭიროა ცვლილებები და ამ ცვლილებეში ზუსტად  უნდა განისაზღვროს საბაზისო საპენსიო ინსტიტუტი.  1918 წლის შემდგომ, როცა აღსდაგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა,ჩვენი რესპუბლიკის საპენსიო სისტემა განაწილებით პრინციპს ანუ თაობათა სოლიდარობას ემყარებოდა. ასე იყო არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ეს პრინციპი მოქმედებდა მაშინ როდესაც ერთ პენსიონერზე რამდენიმე დასაქმებული მოდიოდა. ახლა ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი, რადგან ქვეყანაში პენსიონერთა რიცხვი უკვე აღემატება კერძო და საჯარო სექტორსი დასაქმებულთა რიცხვს. ეს ახალი რალობაა და ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინტერვიუსთვის მივმართე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანები ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ჭანტურიძეს.

დავით არაბიძე: ბატონო გიორგი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპენსიო სისტემაში ხდება ცვლილებები, ზოგან ზრდიან საპენსიო ასაკს, შენატანების მოცულობას სადაზღვევო ფონდებში, ზღუდავენ ვადამდე პენსიაზე გასვლის შესაძლებლობას. საპენსიო რეფორმაზე საქართველოს მთავრობამაც გამოხატა პოზიცია. საინტერესოა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების  პოზიცია საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ვიცით რომ პროფგაერთიანება უკვე წლებია აქტიურად საუბრობს ამის შესახებ და მისი კონცეფცია სამსვეტიან საპენსიო სისტემას ეყრდნობა. რომ დააკონკრეტოთ რას ნიშნავს ეს?

გიორგი ჭანტურიძე: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების  სამსვეტიან საპენსიო სისტემას თავისი პრინციპი აქვს და ეს პრინციპია: სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს როგორც დაზღვევისა და კერძო დაგროვებითი სისტემების კომბინაცია. ჩვენ მიერ მხარდაჭერილი სისტემა აგებულია სოლიდარობის პრინციპზე და ითვალისწინებს ყველას ინტერსებს, მაგალითად დროებით უმუშევრები, დეკრეტული შვებულებით მოსარგებლენი, დროებით შრომისუუნარონი. ჩვენი თვალსზრისით გეგმმას ბენეფიციარებუ უნდა ჰყავდეს უკვე 1 წლის შემდეგ. ჩვენი სისტემა უზრუნველყოფს მაღალ შემოსავალს პენსიონერთათვის (მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი). პროფკავშირების პოზიციაა, რომ მე-2 სვეტი სავალდებულო უნდა იყოს ყველა დაქირავებით დასაქმებულისთვის და ამ სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვა უნდა შეეძლოთ თვითდასაქმებულებსაც.

დავით არაბიძე: კარგია რომ ასეთი მიდგომა აქვს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. ფაქტია რომ ტოტალურად მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო სისტემა არსებობს მხოლოდ ჩილეს რესპუბლიკაში, ხოლო ყველა სხვა ქვეყანაში მოქმედებს დაგროვებითი და განაწილებადი პრინციპების კომბინაცია. რომ დააზუსტოთ როგორია ეს სამსვეტიანი საპენსიო სისტემა?

გიორგი ჭანტურიძე: ეს სამი სვეტი მოიცავს: საყოველთაო სახელმწიფო ბაზისურ პენსიას;სავალდებულო (შემოსავალთან დაკავშირებულ) სქემასა დანებაყოფლობითი კერძო (განსაზღვრული შენატანების) სქემას.

პირველი სვეტის მიხედვით, საბაზისო პენსია უნდა გაიცეს ყველაზე. საბაზისო პენსია დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საბაზისო პენსია დაექვემდებარება ინდექსაციას საშუალო ხელფასების დონის ზრდის პროპორციულად.

დავით არაბიძე: როგორი იქნება ხელფასის პენსიით ჩანაცვლების კოეფიციენტი?

გიორგი ჭანტურიძე: დღეისათვის საბაზისო პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტია 20%, მაშინ როცა მეორე სვეტის ამუშავების შემდეგ, მთლიანი პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი ყოველწლიურად გაიზრდება და პროფკავშირების გეგმის მიხედვით 2044 წლისთვის მიაღწევს 50%-ს, ანუ 1000 ლარიან ხელფასზე პენსია იქნება 500 ლარი.

რაც შეეხება მე-2 სვეტს, მისი უპირატესობები ასეთია: მას ბენეფიციარი ეყოლება პირველივე წლის შემდეგ. საპენსიო ფონდში შეიქმნება სოლიდარობის ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სისტემის მონაწილის მიერ ფონდში გადახდებისუწყვეტობას დროებით უმუშევრების, დროებით შრომისუუნაროების და დეკრეტულ შვებულებაში მყოფთათვის. ამ სვეტის უპირატესობებია ასევე ის, რომ პენსიონერს პენსია მიეცემა სიცოცხლის ბოლომდე, თან დასაქმებული არაა ვალდებული შენატანი განახორციელოს პირველი 5 წლის განმავლობაში. ფულადი სახსრების ინვესტირების შედეგად მიღებული ამონაგები გაზრდის პენსიის მოცულობას და პენსიაზე გასვლა შესაძლებელი იქნება ვადაზე ადრე.

დავით არაბიძე: როგორ მოხდება მე-2 სვეტის ფონდის შევსება?

გიორგი ჭანტურიძე: დამსაქებელი ფონდში ყოველთვიურად შეიტანს დასაქმებულის დარიცხული ხელფასის 2%-ს ,რასაც სახელმწიფო დაუმატებს  დასაქმებულის ხელფასის 2%-ს დასაქმებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან და შედეგად პირველი 5 წლის განმავლობაში შენატანები შეადგენს 4%-ს დარიცხული ხელფასიდან, ხოლო 5 წლის შემდეგ, როდესაც დასაქმებულიც დაიწყებს 2%-იანი შენატანის გაკეთებას, მთლიანი შენატანი შეადგენს 6%-ს.. სისტემა არ ითვალისწინებს შენატანებზე ჭერს, მაგრამ განისაზღვრება ჭერი მისაღებ პენსიაზე, რაც გამოითვლება, როგორც მნიშვნელოვანი ნამატი საშუალო პენსიის ზემოთ. ჩვენი გამოთვლით უკვე 2022 წელს ნომინალური პენსია 276 ლარი და რეალური კი 231 ლარი იქნება, ხოლო 2042 წლისთვის ეს მაჩვენებლები იქნება 1233 ლარი და 535 ლარი.

დავით არაბიძე: როგორი იქნება ფონდის მოცულობა?

გიორგი ჭანტურიძე:მაღალი ჩართულობის შედეგად უკვე 2027 წლისთვის ნომინალურად იგი შეადგენს 7 090 302 930 ლარს, ხოლი 2047 წლისთვის იგი 56 280 929 433 ლარს მიაღწევს.

დავით არაბიძე: ვადამდე პენსაზე გასვლა შესაძლებელი იქნება?

გიორგი ჭანტურიძე: დიახ ვადამდე გასვლა შესაძლებელი იქნება 5 წლით ადრე და პირი მიიღებს მხოლოდ მე-2 სვეტით გამომუშავებულ პენსიას, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ასევე მიიღებს საბაზისო პენსიასაც. პენსია გადანაწილდება შესაბამისი წლების რაოდენობაზე. ხოლო მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულებს უნდა მიეცეთ უფლება პენსიაზე გავიდნენ 55 წლის ასაკში და მათ უნდა მიიღონ, როგორც დაგროვებული, ისე საბაზისო პენსია.

დავით არაბიძე: რას იტყოდით სოლიდარობის ფონდზე?

გიორგი ჭანტურიძე: საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ნაწილი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. სოლიდარობის ფონდი უზრუნველყოფს საპენსიო მიზნებისთვის სტაჟის, ანუ, შენატანების განხორციელებას 6 თვის ვადით. უკვე 2019 წელს სოლიდარობის ფონდში 21 791 825 ლარი იქნება. სოლიდარობის ფონდი დააფინანსებს დეკრეტულ შვებულებას, დროებით უმუშევრობას, დროებით შრომისუუნარობას. ამ ფონდიდან საპენსიო ასაკამდე გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა მთლიანი შენატანების 10%.

სოლიდარობის ფონდი შეივსება მაღალშემოსავლიანი დაქირავებულთა შენატანების ნაწილით.

დავით არაბიძე: არსებობს გეგმის მე-3 სვეტიც?

გიორგი ჭანტურიძე; მასში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, შენატანის მოცულობას თავად აირჩევს დასაქმებული ან დამსაქმებელ-დასაქმებული. ამ გეგმაში ჩართული პირი სრულად მიიღებს დაგროვილ თანხას ნებისმიერ დროს. პენსიას ბენეფიციარი მიიღებს დაგროვილი თანხის ამოწურვამდე, ასევე შესაძლებელი იქნება თანხის მემკვიდრეობით გადაცემა.

დავით არაბიძე: როგორ განხორციელდება საპენსიო ფონდის მართვა?

გიორგი ჭანტურიძე: ფონდი უნდა იმართებოდეს საქართველოში, საჯარო მოხელეების მიერ და მენეჯმენტის ხარჯიც მინიმუმი უნდა იყოს დაყვანილი. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს დამსაქმებლებისა და პროფკავშირების პარიტეტული წარმომადგენლობის საფუძველზე. ამ უფლებას ჩვენ კანონი „პროფკავშირების შესახებ“ გვაძლევს.

დავით არაბიძე: საზოგადოების მთავარი კითხვა იქნება სიცოცხლისუნარიანი იქნება პროფკავშირების ეს გეგმა?

გიორგი ჭანტურიძე: დიახ იქნება, რადგან ჩვენი გეგმის განხორციელებისთვის საკმარისია მენეჯმენტის და სხვა ხარჯების გამოქვითვის შემდეგ, ფონდის მოგება შეადგენდეს წლიურად 3%-ს, რაც არსებული ფასიანი ქაღალდებისა და კრედიტების საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით სრულიად რალურია.

დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის.