[vc_row][vc_column width=”2/3″][ult_tab_element tab_style=”Style_2″ font_icons_position=”Left” resp_type=”Accordion”][single_tab icon=”Defaults-file-o” title=”შინაარსი” tab_id=”0f619d20-1ffc-4″][vc_column_text]
საპენსიო რეფორმის განხორციელება საციცოცხლოდ მნიშვნელოვაანია იმ ასობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც მომავალში იქნებიან საპენსიო შემოსავალზე დამოკიდებულნი. დღევანდელი პენსია მხოლოდ მცირედით აღემატება საარსებო მინიმუმს და ვერ უზრუნველყოფს პენსიონერის ღირსეულ ცხოვრებას. ამ პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი, საშუალო ხელფასთან მიმართებით, შეადგენს მხოლოდ 20%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს პენსიაზე გასვლის შემდეგ პენსიის სახით ექნება თავისი ხელფასის მხოლოდ ერთი მეხუთედი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 13%-ია.
საქართველოში გარკვეული თანამდებობის პირებს ეძლევათ ალტერნატიული პენსია- კომპენსაცია რომელიც არის სტანდარტულ პენსიაზე მაღალი, და მისი მიღება ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია საპენსიო ასაკის დადგომამდე. ეს ხდება მაშინ, როცა მძიმე და საშიშპირობებიან პროფესიებში დასაქმებულებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში საფრთხეში აგდებენ, არ აქვთ პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის უფლება.
პროფკავშირების გეგმის მიზანია სისტემა ჩამოყალიბდეს საპენსიო დაზღვევის სახით და არა, როგორც კერძო დაგროვებითი სისტემა. სისტემა სოლიდარობის პრინციპზე უნდა იყოს აგებული და ითვალისწინებდეს ყველა მონაწილის ინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა – დროებით უმუშევრები, დეკრეტულ შვებულებაში მყოფები, დროებით შრომისუუნაროები.
ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა შედგება 3 სვეტისგან და მოიცავს:
- საყოველთაო სახელმწიფო ბაზისური პენსია;
- სავალდებულო (შემოსავალთან დაკავშრებული) სქემა;
- ნებაყოფლობითი კერძო (განსაზღვრული შენატანების) სქემა.
საბაზისო პენსია კვლავაც უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და უნდა დაექვემდებაროს ინდექსაციას საშუალო ხელფასების დონის ზრდის პროპორციულად. ამით უზრუნველყოფილი იქნება სოციალური პენსიის (საშუალო ხელფასთან მიმართებით), ჩანაცვლების კოეფიციენტის არსებულ დონეზე შენარჩუნება. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მათ ვისაც არ აქვს საკმარისად მაღალი ხელფასი, ან ვერ პოულობს სამსახურს, საპენსიო ასაკში ექნებათ გარანტირებული შემოსავალი, რომელიც მიყვება ქვეყნის განვითარების დონეს. საბაზისო პენსიის, ხელფასების ზრდის ტემპზე ნაკლები განაკვეთით ინდექსაციის შემთხვევაში, უთანასწორობა შემოსავლებში წლიდან წლამდე გაღრმავდება და ჯინის კოეფიციენტის მიხედვით ქვეყნის რეიტინგიც, რომელიც დღეს 111-ე ადგილზეა, კიდევ უფრო გაუარესდება.
გეგმის მე-2 სვეტი უნდა ატარებდეს სავალდებულო ხასიათს, რათა მიღწეულ იქნეს ფონდში მაქსიმალური ჩართულობა. მაღალი ჩართულობის შედეგი იქნება ის, რომ ფონდის მოცულობა 20 წლის შემდეგ მიაღწევს დაახლოებით 20 მილიარდ ლარს.
ჩვენი გეგმის მიხედვით 1-ლი და მე-2 სვეტების პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი, 30 წელიწადში, მიაღწევს 50%-ს. ( ეკონომიკის სამინისტროზე მაღალი განაკვეთი, რომელიც ვარაუდობს ჩანაცვლების 35%-იან განაკვეთს, მიიღწევა საბაზისო პენსიის ხელფასის ზრდის ტემპის მიხედვით ინდექსაციის ხარჯზე). იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება საბაზისო პენსიის, საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის მიხედვით ინდექსირება, საბაზისო პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი 40 წლის შემდეგ იქნება ნულთან ახლოს. ხოლო მე-2 სვეტის ჩანაცვლების 35%-იანი განაკვეთი, 268 ათასი დაქირავებით დასაქმებულს, რომელთა ხელფასი დღეს არ აღემატება 500 ლარს, საბოლოოდ მიმდინარე ღირებულებით მისცემს ისეთივე პენსიას, როგორიც დღეს გვაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაქირავებით დასაქმებულთა 36%, რეფორმის იმ ვარიანტს, რომელსაც ამჟამად მთავრობა სთავაზობს მხარს არ დაუჭერს.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს სოლიდარობის პრინციპზე. მას უნდა გააჩნდეს ბენეფიტები ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის. ამ მიზნით საპენსიო ფონდის პარალელურად უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომლის დაფინანსების წყარო იქნება მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების შენატანების გარკვეული ნაწილი. პენსიას უნდა დაუწესდეს ზედა ზღვარი. ცალკეული პიროვნების პენსია არ უნდა აღემატებოდეს ქვეყანაში საშუალო პენსიას 40%-ზე მეტით. ასეთ შემთხვევაში ზედა ზღვარი შეეხება საპენსიო ფონდის მონაწილეთა მხოლოდ 6%-ს, და ამ გზით აკუმულირებული თანხა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ადამიანებს 6 თვიანი უმუშევრობის, შრომისუუნარობის და დეკრეტული შვებულების დროს არ შეუწყდეთ შენატანები და შესაბამისად არ შეუმცირდეთ საბოლოოდ პენსია.
პენსია უნდა გაიცეს სიცოცხლის ბოლომდე. (ეკონომიკის სამინისტროს გეგმის მიხედვით, პენსია გაიცემა დაგროვილი თანხის ამოწურვამდე). სიცოცხლის ბოლომდე პენსიონერის პენსიით უზრუნველყოფა მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ასაკზე ადრე გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახი მიიღებს დაგროვილი თანხის 10%-ს, ხოლო დანარჩენი თანხა მოხმარდება იმ პენსიონერთა უზრუნველყოფას, რომლებიც საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მეტხანს იცოცხლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსიონერი საშუალო ასაკის მიღწევის შემდეგ, დარჩება საბაზისო პენსიის ამარა, და დიდი ალბათობით გახდება საარსებო შემწეობის მიმღები, რაც კვლავ დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.
საწყისი 5 წლის განმავლობაში დასაქმებულები უნდა გათავისუფლდნენ შენატანების განხორციელების ვალდებულებისგან. შესაბამისად პირველი 5 წლის განმავლობაში ფონდი უნდა შეივსოს, ხელფასის 2%-ით დამსაქმებლის, ხოლო 2%-ით სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შენატანებიდან. ეს ვადა აუცილებელია იმისათვის, რომ სქემის მონაწილეებს ფონდის მიმართ ჩამოუყალიბდეთ ნდობა. ამ პერიოდის შემდეგ, გაცილებით მეტად სავარაუდოა, რომ დასაქმებულები დარჩებიან სქემაში და არ დატოვებენ მას უნდობლობის გამო. 10 წლის შემდეგ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს საკუთარი შენატანები 4%-მდე. ამის საფუძველი უნდა გახდეს საგადასახადო კოდექსში 2012 წლამდე არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირებულიყო 15%-მდე, თუმცა შემდგომ ეს ჩანაწერი ამოღებულ იქნა.
სქემაში ნებაყოფლობით ჩართვის უფლება უნდა მიეცეთ ასევე თვითდასაქმებულებს. სახელმწიფომ უნდა იკისროს მათთვის შემოსავლის 2%-ის გადარიცხვა საპენსიო ანგარიშზე.
პენსიაზე ვადაზე 5 წლით ადრე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ მძიმე და საშიშპირობებიან პროფესიებზე დასაქმებულებს. ასეთ პირებს ვადაზე ადრე უნდა მიეცეთ როგორც დაგროვებული, ისე საბაზისო პენსია. ხოლო სხვა პირებს, თუ ისინი გადაწყვეტენ პენსიაზე ვადაზე 5 წლით ადრე გასვლას, უნდა მიეცეთ მხოლოდ დაგროვებული პენსია.
სქემის მე-3 სვეტში ჩართვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. შენატანის მოცულობას დასაქმებული თავად განსაზღვრავს. ამ სვეტში ჩართული პირი სრულად მიიღებს დაგროვილ თანხას ყოველგვარი დაქვითვისა და გადასახადის გარეშე, დაგროვილი თანხის ამოწურვამდე.
საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს დამსაქმებლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისაგან, პარიტეტის პრინციპით. საბჭოში სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს ერთი წევრი მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით.
რეფორმის ასეთი სქემით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, როგორც სიღარიბის, ისე შემოსავლების განაწილებაში უთანასწორობის შემცირება.
[/vc_column_text][/single_tab][single_tab icon=”Defaults-file-o” title=”მიმოხილვა” tab_id=”d4673135-a535-4″][vc_column_text]
2015 წელს მთავრობამ ოფიციალურად დაიწყო საპენსიო კონცეფციის შემუშავება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება რეფორმის კონცეფციის შემუშავების დაწყებიდანვე ითხოვდა ამ პროცესში ჩართვას, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა დაინტერესებული მხარეებისგან მოწყვეტილად შეემუშავებინა გეგმა და მხოლოდ 2016 წელს კონცეფციის მთავრობისთვის წარდგენისა და დამტკიცების შემდეგ გამართა საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოებასთან.
იმის გამო, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაარ იქნა ჩართული კონცეფციის შემუშავების პროცესში, გაერთიანებამ გადაწყვიდა დამოუკიდებლად ემუშავა ამ საკითხზე და საბოლოოდ მთავრობის პარალელურად შექმნა რეფორმის ალტერნატიული კონცეპცია.
მას შემდეგ, რაც მთავრობამ გაასაჯაროვას საკუთარი გეგმა, აშკარა გახდა, რომ მისიძირითადი მიზანი იყო მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულებისგან ეტაპობრივად თავის არიდება. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის კონცეფცია შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ, იგი ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე და ნაკლებად ითვალისწინებს ამჟამინდელი, თუ მომავალი პენსიონერების ინტერესებს.საპენსიო ფონდში მობილიზებული სახსრებით მთავრობა გეგმავს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც თავისთავად ცუდი არაა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს პენსიონერთა ინტერესების ხარჯზე,მათი უგულვებელყოფის გზით.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ შემუშავებული გეგმა, მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა მთავრობის ვერსიისგან, ვინაიდან იგი დამყარებულია სოლიდარობის პრინციპებზე.პროფკავშირებმა წამოიწყო აქტიური კამპანია, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრული წარმოდგენა, რა მიმართულებით გეგმავს მთავრობა რეფორმის გატარებას, ვინ რა სარგებელს მიიღებს რეფორმის შედეგად და კონცეფციის რა ალტერნატივები არსებობს. ამ გზით პროფკავშირები საზოგადოებას უადვილებს შეაფასოს სიტუაცია და მთავრობას მოსთხოვოს სწორი მიმართულებით სვლა. კამპანიის ფარგლებში პროფკავშირების გეგმა გავრცელდა პრესის საშუალებით, გაიმართა არაერთი შეხვედრა მოსახლეობასთან და გამოიკვეთა საზოგადოების აშკარა მხარდაჭერა პროფესიული კავშირების შემუშავებული ვერსიისადმი.
მთავრობა თავდაპირველად გეგმავდა რეფორმა დაესრულებინა 2017 წლის ბოლოს, თუმცა პროფკავშირების აქტიურობისა და საზოგადოების შესაბამისი რეაქციის შედეგად რეფორმის იმპლემენტაციის ვადამ გადაიწია 2018 წლის ბოლოსკენ.
სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, საპენსიო რეფორმის თემა, აქტუალურობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, ამიტომ პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საზოგადოებას რეფორმაში აქტიური ჩართულობისკენ და ამასთან იმედოვნებს რომ საზოგადოების კონსოლიდაციითქვეყანა აირჩევს სწორ გზას ამ მეტად მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამშეიმუშავასაპენსიო რეფორმის საკუთარი გეგმა,რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა მთავრობის ვერსიისგან, ვინაიდან იგი დამყარებულია სოლიდარობის პრინციპებზე და მისი მონაწილეებისათვის საერთო სარგებლის მაქსიმიზებას ახდენს.
[/vc_column_text][/single_tab][single_tab icon=”Defaults-file-o” title=”სტატიები” tab_id=”1514370494213-2-0″][vc_column_text]რა ხარვეზებს შეიცავს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი?
წყარო: interpressnews.ge
საპენსიო სისტემა უნდა იცავდეს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს
წყარო: STV Business
წყარო: მაესტრო
წყარო: ტელეკომპანია “იმედი”
წყარო: ტელეკომპანია “რუსთავი 2”
წყარო: საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”
“ეკონიმიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საპენსიო კონცეფციას უამრავი ნაკლოვანება აქვს”
წყარო: “Business Media Georgia”
პროფკავშირების გაერთიანებამ საპენსიო კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
წყარო: “კახეთის საინფორმაციო ცენტრი”
საპენსიო რეფორმა – რატომ დაგროვებითი და ნებაყოფლობითი?
წყარო: “bpn.ge”[/vc_column_text][/single_tab][/ult_tab_element][/vc_column][vc_column width=”1/3″][ultimate_spacer height=”50″][ultimate_heading main_heading=”ვიდეო ანონსი” main_heading_color=”#1e73be” heading_tag=”h3″ alignment=”left” spacer=”line_only” spacer_position=”bottom” line_height=”1″][/ultimate_heading][vc_video link=”https://youtu.be/8OR91GoaV-0″][vc_column_text]
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]