მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამუშაო ვაკანსიები ციფრული სამყაროდან რეალობაში

vakansiebiვაკანსიების სამთავრობო პორტალზე დამსაქმებელთა ვაკანსიები მიმდინარე თვიდან გამოჩნდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების ხელმძღვანელი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ აპრილიდან სისტემაში დამსაქმებელთა ვაკანსიები ჩაეშვება.

თეა სტურუას თქმით, ამ დროისთვის ვაკანსიების სამთავრობო პორტალზე 6 400 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული. როგორც სტურუა აცხადებდა, დარეგისტრირებული მაძიებლების 30% 19-დან 25 წლამდე, ძირითადად საშუალო განათლების და ბაკალავრის ხარისხის მქონე მოქალაქეები არიან, რომელთაც ნაკლები სამუშაო გამოცდილება აქვთ. მისივე ინფორმაციით, ვაკანსიების სამთავრობო პორტალი სრული დატვირთვით წლის ბოლოს ამოქმედდება და შესაძლებელი იქნება ანალიტიკური მონაცემების შეგროვება, თუ რა ხდება შრომის ბაზარზე.