სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა პროგრამის შეფასება

დღეს, 17 ოქტომბერს, სასტუმრო “Ambassador“ში გაიმართება საქართველოს პროფესიული კავშირების მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – “სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგიშემაჯამებელი დასკვნითი კონფერენცია.

წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი  და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

საუბარი შეეხება იმ ხარვეზებს და პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც პროფკავშირებმა პროგრამის მიმდინარეობისას აღმოაჩინა, მათ შორის კონფერენციაზე იმსჯელებენ იმაზე თუ რატომ არის კვლავ დაუსაქმებელი  2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე რატომ შეწყვიტა ვადაზე ადრე სწავლა პროგრამის მონაწილეთა ნაწილმა;

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ:

ფელიქს ჰეტი – ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი და ირაკლი პეტრიაშვილი  –  საქართველოს პროფესიული კავშირების      გაერთიანების თავმჯდომარე.

“სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი” – შედეგების პრეზენტაციას გამართავს გიორგი ჭანტურიძე  – ეკონომიკური ანალიტიკოსი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.